ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
თემა: ვერცხლისმოყვარება
ყოველგვარი ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარეობაა: უვარგისი ტოტივით ის კვებავს ყველა სხვა ვნებას და გახმობის საშვალებას არ აძლევს იმას, რაც მისგან აყვავილდა. ვისაც ვნებების მოსპობა სურს, დაე მან თავდაპირველად ძირი აღმოფხვრას, ხოლო ვიდრემდის ვერცხლისმოყვარება რჩება, ტოტების ჭრა სარგებლობას არ მოგიტანს, რადგან რომც მოჭრა, მალევე ამოვა. ბევრისმომხვეჭეელი მონოზონი გადატვირთული ხომალდია და გრიგალისგან ატეხილ ტალღებში ადვილად ჩაიძირება. როგორც ყოველი ტალღა უქადის საფრთხეს გვერდგანგრეულ ხომალდს, ასევე მრავლისმომხვეჭელიც სულ უფრო და უფრო ეფლობა საზრუნავში. უპოვარი მონოზონი მგზავრია, ყველგან რომ პოულობს თავშესაფარს. უპოვარი მონოზონი - მაღლა მოფარფატე არწივია: მაშინ ეშვება ძირს საზრდელისთვის, როცა ამას აუცილებლობა აიძულებს. ესევითარი ყოველგვარ ცდუნებაზე მაღლა დგას, არაფრად აგდებს სინამდვილეს, ზევით - ზევით მიიწევს, ყოველივე მიწიერს განესორება, ზეცის მობინადრე ხდება მთიურებთან, რამეთუ მსუბუქი ფრთები აქვს , საზრუნავისგან დაუმძიმებელი. მოვიდა მწუხარება - და უდარდელად ტოვებს ადგილს, მოუსწრო სიკვდილმა - სულგრძელად გადასახლდა იმიერ, რადგანაც არანაირი მიწიერი მიჯაჭულობით არ შეუკრავს სული.