ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
თემა: ვერცხლისმოყვარება
მრავლისმომხვეჭელი საზრუნავებითაა აღვსილი და ქოფაკივით ჯაჭვითაა მიბმული: თუ იძულებულია გადასახლდეს, თან მიაქვს მძიმე ტვირთი და უსარგებლო წუხილი - მოგონება ქონებაზე, სევდა სწყლავს და ძლიერ იტანჯება ფიქრებში. დატოვა მან ქონება? სევდა სჭამს! თუკი სიკვდილი მოუხდება, სინანულით ტოვებს სინამდვილეს, სულს აბარებს და თვალს ვერ წყვეტს იმას, რაც გააჩნია, ძალით მიჰყავთ იგი, როგორც გაქცეული მონა, სხეულს ტოვებს, მაგრამ საკუთრებას არ შორდება წარმყვანებელზე მეტად მას ვნება აკავებს.