ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
თემა: ვერცხლისმოყვარება
ზღვა არ გადაივსება იმით, რომ მრავალი მდინარე უერთდება და ვერცხლისმოყვარის ნდომა არ კმაყოფილდება იმით, რომ დიდ თანხას მოუყარა თავი. გააორმაგა მან თანხა და სურს კიდევ გაამრავლოს, და არც არასდროს შეწყვეტდა გამრავლებას, სიკვდილს რომ არ დაედო ზღვარი ამ უსარგებლო მეცადინეობისთვის. კეთილგონიერ მონოზონს მხედველობაში ექნებოდა მხოლოდ სხეულის მოთხოვნილება და პურსა და წყალს დასჯერდებოდა, არ ეპირფერებოდა მდიდრებს, საკუთარი სტომაქოსათვის რომ ეამებინა, თავისუფალ გონებას ხელისუფალს არ დაუმონებდა, რადგანაც საკუთარი ხელებიც საკმარისია, თავის სხეულზე რომ ეზრუნა და აუცილებელი ბუნებრივი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. უპოვარი მონოზონი მოუხელთებელი ფალავანია და მკვირცხლი მალემსრბოლი. ადრევე რომ აღწევს "გვირგვინს მას ზეცისა (ფილიპ 3, 14). მრავლის მომხვეჭელი მონოზონი ბევრს შემოსავალს უხარის, უპოვარი კი - კეთილწარმატების გვირგვინებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საქმეებსია გარკვეული, უპოვარი კი დროს ლოცვასა და კითხვაში ატარებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საგანზურთსაცავს ოქროტი ავსებს, ოპოვარი კი "იუნჯებს საუნჯეთა ცათა შინა" (მათე 6,20). წყეულ - არს ვინც კერპს აკეთებს და საგანძურთსაცავსი ათავსებს მას (მეორე სჯულთაი 27,15( და ასევე, ვისაც ვერცხლისმოყვარეობის ვნება აქვს: ის უსარგებლო ზოდს ეთაყვანება, ეს კი გულში კერპის ნაცვლად სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს