image

თემა: ცუდმედიდობა

წერილი. თქვენ მწერთ: "რა მოვუხერხო ცუდმედიდობას? მე მგონი სხვის დასანასად არაფერს ვაკეთებ, მაგრამ, როცა ჩემს ნახელავს ვხედავ, თავს ვერ ვიკავებ, რომ საკუთარი თავი არ შევაქო. რა თქმა უნდა, ამას სხვების დასანახად არ ვამბობ, შიგნით ვფიქრობ, რომ სხვებზე უკეთესი ვარ და სხვებზე უკეთესადაც ვაკეთებ ყველაფერს. ვიცი, რომ ეს ცუდია, ამით საქმეს ვერ ვშველი".
    მაინც კარგია, რომ შეამჩნიეთ ეს და გამოსწორებაც გინდათ. იშრომეთ, ილოცეთ და უფალი შეგეწევათ მასთან გამკლავებაში. ეს ყველაზე მოსისხლე და თანაც ყველაზე პირმოთნე მტერია ადამიანისათვის. იგი მას იმ მუშაკს ამსგავსებს, რომელმაც, რაც არ უნდა გამოიმუშაოს, ერთ დღეში სჭამს და მეორე დღისათვის არაფერს იტოვებს. ვინც ცუდმედიდია, იგი აქვე იღებს თავის საზღაურს და მომავალ ცხოვრებაში უკვე აღარაფერი ერგება. ის ყოველთვის შიშველია, გაკოტრებული კაცის მსგავსად. ასევე შიშველი წარდგება იმ ქვეყნადაც. მხოლოდ ცოდვები გაჰყვება თან, კეთილი საქმეები კი, ამ ცოდვებს რომ უნდა დაპირისპირებოდა, გაუფასურებულნი აღმოჩნდებიან. აი, როგორი დამღუპველია ცუდმედიდობა! ამ დროს, საკუთარ თავს უკმევ, თუ სხვებისაგან ისმენ ქება-დიდებას, დააკვირდი, როგორ ტკბები - თითქოს შოკოლადს მიირთმევდე. ამრიგად, კარგია, ამ პირმოთნე მტრისაგან თავის დაღწევა რომ განგიზრახავთ.
    მაგრამ, როგორ უნდა შევძლოთ ეს?
    ებრძოლეთ და დასძლევთ. ოღონდ ნუ გაჩერდებით და ნურც შეღავათს გაუწევთ თავს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმას მიხვდეთ, რომ ეს აზრი ბოროტისგან მოდის, მერე კი, როცა ასეთი აზრი გაგიჩნდებათ, ისწრაფეთ თავს ჩაუბეჭდოთ ამის შეგრძნება და შეცნობა, რასაც უთუოდ მოჰყვება ამ აზრის მიუღებლობა და განდევნა. აზრის მიუღებლობა იგივეა, ვინმეს რომ მკერდში მჯიღი ჩაჰკრათ. კაცს რომ მკერდში მჯიღსა ჰკრავ, მიწაზე ენარცხება, აზრი კი სულს შორს გაურბის. რამდენჯერმე გულმოდგინედ გაიმეორეთ ეს ხერხი და ცუდმედიდობის აზრიც აღარ გაგეკარებათ, ანდა სულაც მიეჩვევით მასთან იოლად და სწრაფას გამკლავებას ისე, რომ გაჩენისთანავე მყისვე უკუაქცევთ.
    მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამისათვის საჭიროა ვარჯიში. ხშირად უნდა ვიკითხოთ მაცხოვრის დარიგება მოწყალების, მარხვისა და ლოცვის შესახებ (მთ. 6), და ის იგავიც, რომლითაც უფალმა ასეთი გაკვეთილი მოგვცა: მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ (ლკ. 17, 10). მოციქულის გაკვეთილის გაიხსენეთ: რასა იქადი (1კორ. 4,7)? იმასაც დაუქიფრდი, ვის ეტოქები, როცა გაიძახი, რომ თქვენცა და თქვენი საქმეებიც მათზე უკეთესია. თუ ისინი ასაკითა და მონაცემებით ჩამოგივარდებიან, მაშ, სატრაბახოც არაფერი გქონიათ. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია: უფროსი უმცროსზე უკეთ აკეთებს ყველაფერს. გაიზრდებიან და ისინიც თქვენსავით, ანდა უკეთესადაც იმუშავებენ. მაგათ კი ნუ ეტოქებით, იმათ შეედარეთ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, იქნებ დაგეკარგოთ ტრაბახის სალისი. მაშინ, პირიქით, თავის დამდაბლება მოგიხდებათ და მიხვდებით, ბევრი რომ გკლებიათ თავის ქებამდე.
    ამასაც გკითხავთ: რას აკეთებთ, შეესაბამება კი თქვენს შესაძლებლობებს? დააკვირდით, იქნებ გაირკვეს, რომ ეს ყველაფერი მართლაც კარგია, მაგრამ სრულიადაც არ არის თქვენი ძალების შესაბამისი: ხუთჯერ ან ათჯერ მეტი შეგიძლიათ. თუ ამას დაინახავთ (და ეს, მართლაც, ასე ხდება, თუ საკითხს ამ კუხიდან შევხედავთ), მაშინ თავის ქება კი არა, სინანული გმართებთ, რომ ვერ ასრულებთიმის ჩანაფიქრს, ვინც სულისა და სხეულის ყველა ძალა მოგანიჭათ.
    ეცადეთ, ასე ივარჯიშოთ, და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მალე მიაღწევთ წარმატებას. მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობას თან უნდა ახლდეს ლოცვა უფლისა მიმართ, და კიდევ დიდი მოშურნეობა ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენი თავისათვის ყოველგვარი შეღავათების გაწევის გარეშე. [გვ. 90]
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები