თემა: ღვთის თაყვანისცემა
მდიდარ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამას, არ სურს უკვე სრულწლოვანმა შვილებმა, საკუთარი ქონებიდან მას აუცილებლად ძღვენი მიართვან, მაგრამ სიამოვნებს, თუკი ისინი ამას აკეთებენ, ვინაიდან ამ ქმედებებში ის ხედავს მისდამი სიყვარულისა და გულმოდგინების ნიშნებს; სწორედ ასევე მამაზეციერსაც არ სჭირდება ჩვენი მსხვერპლი (გარეგნული ღვთის თაყვანისცემის ერთ-ერთი ნიშანი), მაგრამ მოწონებით უყურებს ამას, თუკი ის - ჩვენი მისდამი ერთგულების, მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატულებაა. "მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა" (2 კორ. 9, 7).