თემა: ქრისტიანული ცხოვრება, ჭეშმარიტი ქრისტიანობა
ის, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ზნეობრივი კერპთაყვანისმცემლობის მდგომარეობაში იმყოფება. ის ან ქმნილებათა მსხვერპლია, უფლის ნაცვლად სიმდიდრეს ემსახურება, მუცელს აღმერთებს, ან პირიქით, - საკუთარ თავს აყენებს კერპად, და მსხვერპლად მოითხოვს ყველაფერს, რაც კი ამქვეყნად შობილა.