ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ცუდმედიდობა
საკუთარი თავისადმი საქები გულის-სიტყვები, კეთილი საქმის კეთებისას რომ ჩნდება გულში, - ამაზე ბოროტი რამ არარსებობს! გულის-სიტყვა შემოსვლისთანავე ყაჩაღივით დაჭერილი და გაძევებული, ჯერ კიდევ არ არის უბედურება. მაგრამ, როდესაც მისდამი თანაგრძნობა ჩნდება გულში და ატკბობს მას, მაშინ მაგრად უნდა ურტყათ ასეთ გულს - ღალატისათვის. ყველაფრის მიზეზი კი უყურადღებობაა. ვერ შენიშნა გონებამ, როგორ დაეცა ბოროტი ნაპერწკალი; ვერ შენიშნა იმიტომ, რომ გატაცებულია ათასი გასართობით. იფუსფუსეთ, ოღონდ ღმერთს ნუ დაივიწყებენ თქვენი გონება და ბაგეები. ნურც მის თაყვანისცემას დაივიწყებთ. დაე, გეძნელებოდეთ: მით უფრო დასაფასებელი იქნება თქვენი ღვაწლი და მით უფრო მალე მოგეცემათ მადლი. კეთილი საქმეების კეთებისას ღმერთთან ყოფნის შეგრძნებას მრავალი სარგებელი მოაქვს.
მივემთხვიოთ უფალს და შევღაღადოთ: უფალო, შემიწყალე!
ეს მცირე შევიწროება მასწავლებელი და მაცხოვნებელია... ღმერთი ყოველივეს მოგიწყობთ. იგი ნებისმიერ დანგრეულს აღადგენს... სხვა საქმეა ის, რომ დასასრული აქ არ არის... სიცოცხლის ნაყოფს ცხოვრების ხაზს იქით მოისთვლით... უფალმა გიხსნათ იმ საშინელი საათის ჟამს; აქ კი ერთი ფრაზაც საკმარისია: იყავნ, ნება შენი, უფალო!