image

თემა: მრისხანება

მრისხანება მძაფრი ვნებაა, ადვილად აკარგვინებს წონასწორობას თვით გამოცდილთაც კი, ამხეცებს სულს, აიძულებს განერიდოს ყოველგვარ ურთიერთობას. ძლიერი ქარი ვერ არყევს სვეტს და ურისხველ სულს ვერ აიყოლიებს გაღიზიანება. წყალი მოძრაობაში მოყავს ძლიერ ქარებს გაღიზიანებისადმი მიდრეკილი უგუნური გულისსიტყვებისგან შფოთავს, მრისხანე მონოზონი უდაბნოს ტახია: მოჰკრავს თუ არა ვინმეს თვალს, - კბილებს ილესავს. მოდებული ნისლი შეასქელებს ჰაერს, აღგზნებული გაღიზიანება მრისხანის გონებას აუხეშებს. ღრუბელი აბნელებს მზეს, გულღვარძლიანი გულისსიტყვა - გონებას. სამხეცეში გამომწყვდეული ლომი არცერთი წუთით არ ასვენებს კარის საკეტს, გაღიზიანებული სენაკში - მრისხანე გულისთქმებს. სასიამოვნო სახილველია დაწყნარებული ზღვა, მაგრამ არა იმდენად სასიამოვნო, როგორც სულის დამშვიდებული მდგომარეობა. წყნარ ზღვაში დელფინები დაცურავენ, ხოლო დამშვიდებულ სულში ღვთივშვენიერი გულისიტყვები იბადებიან. დიდადმოთმინე მონოზონი - მშვიდი წყაროსთვალია, ყველას რომ სასიამოვნო სასმელს აგემებს, მრისხანის გონება კი ყოველთვის აღშფოთებულია და მწყურვალს წყალს არ აძლევს. ხოლო თუ აძლევს, ისიც მღვრიესა და უვარგისს. გაღიზიანებულის თვალები ამღვრეული და სისხლმომდგარია, რაც აღშფოთებულ გულზე მიანიშნებს, დიდადმოთმინეს სახე კი მშვიდია, თვალნი სასიამოვნოდ და პირდაპირ იყურებიან.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები