თემა: რელიგია და მეცნიერება, უფალი იესო ქრისტე, ჭეშმარიტება
მხოლოდ სამეცნიერო განათლების სინათლე ქრისტეს ჭეშმარიტების ნათლის გარეშე იგივეა, რაც - მთვარის შუქი მზის გარეშე, ცივი და უსიცოცხლო შუქი, უცხო და ნასესხები შუქი; იგი მხოლოდ სულის ზედაპირზე გადასრიალდება, როგორც მთვარის შუქი კლდეზე, რომელიც მის შიგნით ვერ შეაღწევს. ვერასოდეს შეძლებს გაათბოს, გამოაცოცხლოს და გააღვიძოს ჩვენი გული შრომისა და გმირობის, მწუხარებისა და გაჭირვებისათვის.