ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მონაზონთათვის
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან.
მათთვის კი, ვისაც სიმწიფის ასაკისათვის მიუღწევია და ღვაწლისაგან დამჭკნარა, არც ისე სახიფათოა. ისინი იმდენად არ დაზიანდებიან, რამდენადაც სარგებლობის მოტანა შეუძლიათ, თუკი ცოდნა და გამოცდილება აქვთ.
მაგრამ საზოგადოდ, ვერც ერთი მონაზონი სარგებლობას ვერ პოულობს ამ სოფლისაგან, გარდა ქება-დიდებისა, რომელიც ძარცვავს და შიშველს ტოვებს მას. და ვაი მას, ღმრთის მადლი რომ არ იფარავდეს იმ საჭიროებისა და მიზნის შესაბამისად, რის გამოც გამოდის (მონასტრიდან).