image

თემა: მშვიდობა

ცოდვილ, ვნებებით დატყვევებულ სულს არ აქვს მშვიდობა და სიხარული უფალზე, თუნდაც მთელი დედამიწის სიმდიდრეს ფლობდეს, თუნდაც მთელი მსოფლიოს მეფე იყოს. თუ ასეთ მეფეს იმ დროს, როცა საზეიმო სუფას უზის თავისი თავადებით და თავის დიდებაში იმყოფება, უეცრად გამოუცხადებ: "მეფეო, შენ ეხლა მოკვდები", მისი სული შეშფოთდება და შეძრწუნდება შიშიშაგან და იგი დაინახავს თავის უძლურებას, მაგრამ რამდენია ისეთი ღარიბი, რომელიც მდიდარია მხოლოდ ღმერთის სიყვარულით და რომელიც, თუ მას ეტყვი "შენ ეხლა მოკვდები", - გიპასუხებს მშვიდობიანად: "დაე იყოს უფლის ნება, დიდება უფალს, რომ მან გამიხსენა მე და უნდა წამიყვანოს იქეთ, სადაც პირველი შევიდა ავაზაკი". არიან ღარიბები, რომელთაც არა აქვთ სიკვდილის შიში, ხვდებიან მას მშვიდობიანად, მსგავსად მართალი სვიმეონისა, რომელმაც იგალობა: "აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით". როგორი მშვიდობა ჰქონდა სულში მართალ სვიმეონს, ამის გაგება შეუძლია მხოლოდ მხოლოდ მას, რომელიც ატარებს სულში ღვთის მშვიდობას და უკიდურეს შემთხვევაში გამოუცდია იგი. ასეთ მშვიდობაზე უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ. ვისაც აქვს ეს მშვიდობა, ის მშვიდობით მიდის მარადიულ ცხოვრებაში და ამბობს: დიდება შენდა ღმერთო, რომ მოვდივარ შენთან, რომ ვიქნები მარადიულად სიმშვიდეში და სიყვარულში. შენმა წყნარმა, თვინიერმა გამოხედვამ მიიზიდა ჩემი გული და დარდიანობს შენზე
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები