ავტორი:
წმ. შიო
თემა:
ღვაწლი
ძმანო ჩემნო, ღმერთმან მოგეცინ მადლი ყოველთა სიყუარულისა ჩემისა, არამედ მე კაცი ვარ ცოდვილი და უკეთუ
ძმანო ჩემნო, ღმერთმან მოგეცინ მადლი ყოველთა სიყუარულისა ჩემისა, არამედ მე კაცი ვარ ცოდვილი და უკეთუ მართალი ძალით ცხონდეს, მე რაოდენი უფროის მიხმს, რათა არა განვარდე სასუფეველისაგან, რამეთუ მამა ჩემი და წინამძღუარი მოღუაწეთა დიდი ანტონი გასმიეს განაღა მრავალ გზის თუ ვითარსა მოღუაწებასა დასდებდა მოღუაწებათა ზედა და ყოვლად არა მოაკლო სიბერესა შინა თვისსა შრომა, რომელსაც ჭეშმარიტად მოეღო გულსავსება დამკვიდრებად ანგელოზთა თანა. კუალად დიდი მაკარი, რომელმან იგი ყოველი ცხოვრება თვისი მოღუაწებასა შინა აღასრულა, იხილეთ ვითარღა მოშიშ იყო, რაჟამს იგი განვიდა ხორცთაგან, ბოროტნი იგი ჰაერის მცუელნი ეტყოდეს, ვითარმედ: მაკარი განხუედ და განგუერი, ხოლო სამგზის სანატრელმან სიმდაბლე ხორციელი სულითაცა დაიცვა, ვიდრემდის არა შეიწყნარა იგი ნათელმან ღუთაებისამან, არა ჰრქუა მდევართა მათ თვისთა, თუ განვერი ხელთაგან თქუენთა და ყოველნი წმიდანი მამანი, დიდითა ღუაწლითა განერნეს ეშმაკისა მზაკუარებათაგან. ხოლო მე ცოდვილსა ამას რაოდენ უმეტეს მიხმს ღუაწლი, რათა არა მივეცე სასჯელსა მას ულხინებელსა და დაუსრულებელსა, რამეთუ წერილ არს, რომელსაცა ვინ ზედა იპოვოს, მასცა ზედა განიკითხოს. აწ უკუე ლოცუა ჰყავთ ჩემთვის ძმანო, რათა მომცეს ღმერთმან მოთმინებაი და ძალი და რათა იყვნეს მღვიმე ესე დასაფლველცა უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩემთა. ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თქუენ ზედა წინამძღუარი, რომელიც შემძლებელ იყოს განგებად სულთა თქუენთა ცხოვრებისა.
|