ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
სიძვა
თუ ვინმე მოეგება გონებას და იკითხავს: რა ვყო, თავისუფლება აღარ მაქუს, ისე შეპყრობილი ვარ სიძვისაგან,
თუ ვინმე მოეგება გონებას და იკითხავს: “რა ვყო, თავისუფლება აღარ მაქუს, ისე შეპყრობილი ვარ სიძვისაგან“, მე გეტყვი, თუ რა ჰყო: წმიდის აღსარებისაგან მოაკუდინე სიძუა და შენ თავისუფლება და ნეტარება მიიღე, ვითარცა იტყვის ღვთივხმოვანი დავით: “ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი და შეახეთქნეს კლდესა!”. თუ სხვა ძალი არა გაქუს-რა ისევ გულისთქმით სიძვის გულისთქმა მოაკუდინე. თუ როგორ, მაგალითი მოგახსენო: უფლისა ღვთისა მინდობით დავითმან, ისევ გოლიათის მახვილი აღიღო და რომლითაც მახვილით დავითის სიკუდილი უნდოდა, თვითვე დავითმან იმ მახვილით მოაკუდინა. ეგრეთვე შენ, უფლისა ღვთისა მინდობით, ისევ სიძვის მახვილი აღიღე და რომლითაც მახვილით (ესე იგი გულისთქმით) შენი სიკუდილი ჰნებავს, აღიღე ის გულისთქმა და სულიერის სიბრძნისა (ესე იგი სინანულისა) მიმართ შესცვალე და სიძუა მოაკუდინე, ვითარცა იტყვის ბრძენი სოლომონ: “გულისთქმა თქუენი იყავნ, ჰოი კაცო, სიბრძნისა მიმართ და გსუროდენ მისა მიმართ”.
|