ღმერთი ქალწულთ დიდს ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად

ღმერთი ქალწულთ დიდს ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად ეს, რომ ღვთისა მიმართ სასურველი ძღვენი არის, ვითარცა დავით იტყვის: "მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი"; მეორედ ესე, ქრისტეს დედა ხმობილი არის, ვითარცა იტყვის ღვთისმეტყველი გრიგოლი: "დედანო! ქალწულ-იყვენით, რათა დედა იქმნეთ ქრისტესა". აწ მეძავთა და მემრუშეთა სასჯელი ვსთქუათ. მეძაობისათვის ნოეს ჟამში ქუეყანა წყლივ რღვნისაგან აღიხოცა, დიდ-დიდი ქალაქი სოდომი და გომორი ცეცხლით დაიწვნენ. ისრაელთ ისიძვეს და უფლის რისხვით სრვა მოუვლინდათ, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: "რა განრისხნდა უფალი ერსა თვისსა ზედა". მტკიცე სახეობით აღმოჩნდა, რომ მეძავთ სატანველი მიეცემა.
 
თემატური კითხვები
3