ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
მოწყალება
გლახაკთა და მშიერთა უხვად განუყავ პური შენი, რადგან შენ ქრსიტესგან პური (ესე იგი უხრწნელი ხორცი
გლახაკთა და მშიერთა უხვად განუყავ პური შენი, რადგან შენ ქრსიტესგან პური (ესე იგი უხრწნელი ხორცი მისი) არ მიიღე, მას მიეც შენი პური, მშიერი ქრისტე გთხოვს; შენ მისგან არ მიიღე, ის შენგან კი მიიღებს, შენ უმადლო ხარ და არა მადლობ, და ის მცირის პურისათვის წინაშე ანგელოზთა და კაცთა მადლობის ხმას გასცემს: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“. არათუ მარტო ამას გიბრძანებს გამოუთქმელის სიხარულისა მიმართ მიგიწოდს და გიბრძანებს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი!“ ამას მადლობისა ხმასა გიბრძანებსთ. გონიერებით მიხედე მცირედის პურისათვის რა გამოუთქმელი ნიჭი გეძლევა
|