თემა: შური

თუ რამ კეთილი შეგშურდა, ითხოვე ღვთისაგან და მიიღე. უტყუელი სიტყუა მამისა აღგითქუამს: ითხოვდით და

თუ რამ კეთილი შეგშურდა, ითხოვე ღვთისაგან და მიიღე. უტყუელი სიტყუა მამისა აღგითქუამს: "ითხოვდით და მოგეცესთ". აქ ძმისა მიმართ შური რად უნდა გაქუნდეს, თუ ღვთის სიძულილი და მტერობა არ გაქუს?! ეგების ჰგონო, შურისაგან რამე მოიგო?
    აქ ერთი მაგალითი უნდა მოვიღოთ ამისი საჩუენებელი, რომ შურისაგან ვერას მოიგებ: ეშმაკი ადამს შურად და მტერად აღუდგა, მაგრამ ეშმაკმან დიდება ვერა შეიძინა რა; ეგრეთუე შენ, ძმის შურითა და მტერობით დიდებას ვერას შეიძენ.
 
3