ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
ძმისა მიმართ შურსა ჰყოფ; აქ ერთი საშიში საქმე არის. მე ვძრწი, რომ ეშმაკის მსგავსად ღვთისმოძულე არ
ძმისა მიმართ შურსა ჰყოფ; აქ ერთი საშიში საქმე არის. მე ვძრწი, რომ ეშმაკის მსგავსად ღვთისმოძულე არ შეიქმნა. ოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი თვისთა კათოლიკეთა შინა იტყვის: "უკეთუ ვინმე ჰსთქუას, ღმერთი მიყუარს და ძმა თვისი სძულდეს, იგი მტყუარ არს". ეგრეთუე მოციქულის სიტყვისაებრ მე გეტყვი, თუ ძმისა მიმართ შურსა და მტერობასა ჰყოფ, ეს რომ სთქუა: ღვთისა მიმართ მტერობასა არა ვყოფ, მტყუარი იქნები, თუ ღმერთს არა ჰსძულობ, ძმის შურს რად ჰყოფ?
|