თემა: ენა,  სიტყვა

ეგების ვინმემ იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა

ეგების ვინმემ იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა გავაცხადო, მოციქული ასე გვამცნებს: „ყოველი განცხადებული ნათელ არს“. ყოველი მოღუაწება რომ ვინმემ აღასრულოს, თუ ენა კეთილად დაცული არა აქუს, საუკუნო ცხოვრებას ვერ მიიღებს. თვით უფალი იესო ამტკიცებს: „სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“. სად წარმოჩნდა შენი ცხოვრება, რადგან კი დაისჯები? საყვარელო, ამას კეთილი განჰსჯით მიხედე. ცხოვრება და წარწყმედა სიტყვისაგან არის, თვით ქრისტე გიბრძანებს ამას: „სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო“. თვით საქმით წარმოგიჩინო, რომ სიტყვით არის ცხოვრება და წარწყმედა: სიტყვით წარწყმდა მარცხენით ავაზაკი, სიტყვით ცხოვნდა მარჯუენით ავაზაკი.
 
თემატური კითხვები
3