ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: შური
სწავლა ჲა. კვალად შურისათვისვე.
გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა ვიდრემდის გვაქვს სასოება ცხოვრებისა, ვიდრემდის შემძლებელ ვართ მოქცევად, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ ცხოვნებად სულთა ჩვენთა. რამეთუ მოშურნე სხვასა არა რას ჰხედავს, არამედ ამას ოდენ, რათამცა გულის-თქმა თვისი აღასრულა. დაღაცათუ ტანჯვა წინა ედვას მოშურნესა, ანუ მებრ სიკვდილი, იგი ოდენ ვნებისა თვისისა ისწრაფვის აღსრულებად. ეგრეთვე სიძვისა მოყვარე და ეგრეთვე ვეცხლის-მოყვარე. ხოლო უკეთუ ვნებათა ესე ზომი მძლავრება აქვს, არა უმეტესი ძალი აქვნდეს სათნოებასა, უკეთუ ოდენ გვინდეს? და უკეთუ ცოდვისათვის სიკვდილსა შეურაცხჰყოფენ, არა უფროსად სათნოებისათვის შეურაცხვჰყოფთა? უკეთუ ბოროტისა მოყვარენი სულთა თვისთა უგულებელს-ჰყოფენ, რათამცა ბოროტი ჰქმნეს, არა უფროსად ცხოვნებისავის სულთასა ჯერ არს ჯერ არს უგულებელსყოფაი თავთა თვისთა?!
რაი სიტყვა გვაქვნდეს წინაშე ღვთისა, რაჟამს ვხედვიდეთ, ვითარმედ წარწყმედადნი იგი ესრეთ ისწრაფიან წარწყმედისათვის მათისა ყოვლითა ღონის-ძიებითა და ჩვენ არა ვისწრაფდეთა ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, არამედ მარადის შურსა, და ხდომასა შინა ვიყოფოდეთ? არა რაი არს უძვირეს შურისა, რამეთუ ისწრაფის მოშურნე, რათამცა მეორეცა წარწყმიდა და თავიცა თვისი მისთანა შთახადა ჯოჯოხეთს. თვალი მოშურნისა დადნების მწუხარებითა, სიკვდილსა შინა სამარადისოსა, ყოველნივე მტერად შეურაცხიან, რომელთა არა რაი ევნოს მისდა; მწუხარე არს-რაჟამს ღმერთი პატივ იცემებოდის და უხარის, სადა ეშმაკთა უხაროდის იგი ვინმე პატივ-ცემულ იქმნა კაცთა მიერო, არამედ ნუ ეშურები, ჰოი კაცო, რამეთუ არა პატივი არს პატივი იგი, არამედ, უკეთუ ღვთისა მიერ პატივცემულ იქმნას, ეშურებოდე და იქმნე მსგავს მისა; და უკეთუ არა გნებავს ესე, რაისათვის უკვე გნებავს თავისა შენისა წარწყმედაი შურითა ბოროტითა? რაისათვის დააგდებ მაგასაცა, რომელი გაქვს კეთილი? უკეთუ ვერ ძალგიძს სწორ მისა ყოფად და კეთილის მოგებად ბოროტსა რადღა მოიგებ? არამედ ჯერ არს ესრეთ ყოფა, ძმანო ჩემნო, აღმოვფხვრათ შურისა ვნებაი ძირითურთ და დავნერგოთ სიყვარული ძმათა, რათა ყოველთაგან ბოროტთა განვერნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი