წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ცოდვა და ვნება კაცის გულში ჯვრის ზიდვით მოისპობა. ამქვეყნად შრომა და მოთმინება იმათაც სჭირდებათ,

ცოდვა და ვნება კაცის გულში ჯვრის ზიდვით მოისპობა. ამქვეყნად შრომა და მოთმინება იმათაც სჭირდებათ, რომელნიც ღმერთს ივიწყებენ და ამაო საზრუნავებით არიან გართულნი. ჭირსა და განსაცდელს ისინიც ითმენენ. ამიტომ, განა უმჯობესი არ იქნება ჭირი და განსაცდელი ღმრთის გულისათვის დავითმინოთ, ვიდრე ამ უმადური და წარმავალი სოფლისათვის; თავის ჯვარს მხრებზე ეს სოფელიც გადებს, რომელმაც შეიძლება ერთი წამით სიამოვნებაც კი მოგანიჭოს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად შეგაწუხებს; მაშინ, როცა ქრისტეს ჯვრის ზიდვა საბოლოოდ დიდ ნეტარებასა და მარადიულ ცხოვრებას მოგიპოვებს.
 
თემატური კითხვები
6