image

თემა: გონება

გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია. ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ - ფსალმუნება, სხვა დროს კი - დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდეს წმ. წერილის სხვადასხვა ადგილს, რომელთა შესწავლაც უკვე მოასწრო.
    მაშ ასე, როცა შენ გონებას აწვდი რაიმე კარგს, იმას, რაც მოსწონს, მას ძალა ემატება, ისევე, როგორც სხეულს - საკვებისგან, რომელსაც იღებს. მაგრამ როცა აძლევ მხოლოდ იმას, რაც შენთვის ხელმისაწვდომია, მაშინ ნაცვლად განათლებისა, იგი ბნელდება; ასევე, როცა ის იღლება, დასვენებას ითხოვს.
    ასე სწავლობს იგი კეთილისა და ბოროტის გარჩევას. ასე ხდება გონება მთლად ნათელი, მთლად ბრწყინვალება. ხედავს სულის სიწმინდეს, ხედავს ხიწვს, ითმენს განსაცდელთ. მრავლდება მადლი, განწმენდს სხეულს ვნებათაგან. მშვიდდება სული. დაბოლოს, ყველაფერი მოდის, ერთიმეორის მიყოლებით, როგორვ ჯაჭვი, სწრაფად და დიდი გარჯის გარეშე ჩაბმული, რადგან ეს ყველაფერი სრული მორჩილებით კეთდება. და გულისხმაყავ. იმის გონება, ვინც სრულ მორჩილებას იჩენს, სრულიად უზრუნველია
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები