ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: კეთილდღეობა
671. კიდევ ერთმა, ამსოფლიური სიბრძნის მასწავლებელმა, ქრისტესმოყვარე კაცმა, იმავე დიდ ბერს ჰკითხა: ექნება თუ არა მას კეთილდღეობა იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა უფრო მაღალ ღირსებას მიიღებს? დიდმა ბერმა მას უპასუხა:
ნუ ზესთამჩნეობ, თუ გინდა, რომ ღმერთთან და ადამიანებთან მადლი მოიპოვო, და სადაც არ უნდა იყო, ფრიად კმაყოფილი იქნები.