ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: კეთილდღეობა
671. კიდევ ერთმა, ამსოფლიური სიბრძნის მასწავლებელმა, ქრისტესმოყვარე კაცმა, იმავე დიდ ბერს ჰკითხა: ექნება თუ არა მას კეთილდღეობა იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა უფრო მაღალ ღირსებას მიიღებს? დიდმა ბერმა მას უპასუხა:
ნუ ზესთამჩნეობ, თუ გინდა, რომ ღმერთთან და ადამიანებთან მადლი მოიპოვო, და სადაც არ უნდა იყო, ფრიად კმაყოფილი იქნები.
672. კვლავ მან მეორე ბერს ჰკითხა იმავე საკითხზე.
იოანეს პასუხი: ამჟამად "უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმა" (1 კორ. 1, 27). სიმდაბლე იქონიე და ღმერთი მალე შეგეწევა.