ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განუწყვეტელი ლოცვა
ის ლოცვა, რომელიც გულში გქონდათ, არ შეგიწყვეტიათ? მაგრამ, სამწუხაროთ, თქვენ აქაც დაუშვით შეცდომა: თუ თვქენ გონებით ღვთის წინაშე დგომას და გულში მდაბლად მისდამი შევრდომას ახერხებდით, მაშინ არ შეიგრძნობდით ლოცვის საქმის შეწყვეტას. ამიტომ ვასკვნი, რომ თქვენ გაბნეულობამ გძლიათ. საქმით გაერთეთ და მან თქვენი თავიდან სხვა ყველაფერი , თვით ყველაზე მნიშვნელოვანიც კი გამოდევნა. გამოდის, რომ თქვენ ცუდად აღასრულეთ თქვენი მორჩილება. საჭირო იყო მისი შესრულება შინაგანი შფოთის გარეშე, გულმოდგინედ უნდა გეშრომათ, გული არ უნდა შეზრუნვებულიყო და ყურადღება მთავარ საქმეს არ უნდა მოწყვეტოდა.