ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა
სწავლა პთ. თავი ლ. ქრისტიანეთათვის ჭეშმარიტისა.
ქრისტიანესა უხმს, საყვარელნო, რათა იყოს ნათელი სოფლისა და მარილ, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: "თქვენ ხართ ნათელი და მარილნი სოფლისანი". ქრისტიანე იცნობების საქმეთაგან კეთილთა, რათა აღიძარცოს ძველი იგი კაცი ცოდვისა და შეიმოსოს ახალი მადლი და მოიგოს ცხოვრება განათლებული და სხვათაცა ანათებდეს, ვითარცა ნათელი. ხოლო უკეთუ კულა ვერცა თავსა თვისსა უნათობდე, ჰოი ქრისტეანოე, ვინა გიცნა, თუ ქრისტიანე ხარ ჭეშმარიტი? ვინაი გულის-ხმა-ჰყო, თუ განბანილ ხარ წყალსა მას შინა საიდუმლოსასა? რამეთუ უკეთუ შემდგომად პატივისა მის უღირსებით იქცეოდე, სასჯელისა მიზეზ გექმნას პატივი იგი. რამეთუ სიმაღლე პატივისა მაგის შენისა ფრიად არს. ქრისტიანესა უხმს, რათა ყოვლით კერძო საიდუმლოდ ღირს იყოს და სარგებელ ეყოს ყოველთა საქმით, სიტყვით, ხედვით, სლვით და ყოვლითავე სახითა. ხოლო ესე ვსთქვი, არა თუ რათამცა მაჩვენებლობით რასამე ვიქმოდეთ სახილველად კაცთა, არამედ რათა ყოველი ცხოვრება ჩვენი სახილველად ღვთისა და სათნო ყოფად მისსა შევმზადოთ და ესრეთ კაცთაცა სარგებელ ვეყოფოდეთ და ვანათლებდეთ, ვითარცა ნათელი. არა თავთა თვისთა ოდენ არს ნათელი, არამედ ყოველთა მიმართ ქრისტიანისა ჯერ არს, რათა ბაძვიდეს ქრისტესა, ვითარცა იგი არა თავსა თვისსა სათნო ეყო, არამედ ყოველთა. და პავლეცა არა თავისა თვისისათვის ოდენ ზრუნვიდა, არამედ ყოველთა ექმნა ყოვლად, რათა ყოველნი აცხოვნნეს და იტყვის: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა", და უფროსად მაშინ ზრუნავს კაცი თავისა თვისისასა, ოდეს მოყვასთათვის ზრუნვიდეს. რამეთუ მოყვასისა ყოველივე ჩვენი არს და თანა გვაძს შეყვარებად მოყვასისა, ვითარცა თავი თვისი. ამისთვის გევედრები, საყვარელნო, თავთა თვისთა განვანათლებდეთ საქმეთა მიერ კეთილთა და სხვათაცა სარგებელ ვეყოფოდეთ, რათა მივემთხვივნეთ ყოველნი სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი