image

თემა: სასუფეველი


სწავლა პჱ. სასუფეველის დიდებისათვისვე.

ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ სასუფეველისა დიდებასა მიმთხვევად! და ეგრეთვე უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან განვარდენ! ხოლო ჩვენ, ძმანო, უკეთუ გვნებავს დიდებისა მის ზიარებად, რომელი "თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა", რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, შევიტკბოთ სათნოება და მცნებათა უფლისათა მუშაკად გამოვსჩნდეთ, რათა ზეცისა იგი დიდება დავიმკვიდროთ. ნუ დიდებისა ამის წარმავალისა მოყვარეთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულის-ხმა-ვჰყოთ, რომელთა - აქა მონაგებთა თვისთა მონებაი მოუგიესთ და მუნ სიგლახაკე ბოროტი, და ბნელსა შინა გარესკნელსა ყოფაი. ნუ ვხედავთ მათ, რომელნი შვებასა შინა არიან და განცხრომასა და გულის-თქმათა ბოროტთა აღასრულებენ. არამედ იგი მოვიხსენოთ, თუ რაი არს აღსასრული მათი. აქა სიზრქე ხორცთა და სიმყრალე, და მას საუკუნესა ცეცხლი და მატლი დაუსრულებელი და სხვანი იგი სატანჯველნი. კვალად ნუ მტაცებელთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულის-ხმა-ვჰყოთ: აქა ზრუნვანი და შიშნი და ურვანი, და მუნ საკრველნი განუხსნელნი. უკეთუ ამას ესე ვითარსა ვიხსენებდეთ და წინა აღუდგებოდეთ ბოროტთა მათ გულის-თქმათა ჩვენთა, ადრე მძლე ვექმნეთ მათ მადლითა ქრისტესითა და მოვიგოთ სურვილი საუკუნოისა მის დიდებისა. გევედრები, საყვარელნო, დიდებისა მის სურვილი მოვიგოთ, რამეთუ ხსენებაცა მისი მებრ სახარულევან არს. ხოლო მიმთხვევაი მის დიდებისა რომელმანმე ენამან გამოთქვას, ანუ რომელმან გონებამან მოიგონოს, რაზომ ტკბილ არს და საწადელ. განვეყენნეთ აქა, ძმანო, ცუდისა დიდებისაგან და ნუ ვიჯმნით ქრისტეს მიერისა სიგლახაკისა, რათა სასუფეველისა დიდება დავიმკვიდროთ, რომლისა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები