ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სასუფეველი
სწავლა პზ. სასუფეველის დიდებისათვის.
საყვარელნო! უფალი დიდებისა იტყვის: "მადიდე მე მამაო თავისა შენისა თანა, დიდებითა მით, რომელი მაქვნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა". ესე ვითარი უკვე დიდებაი ჩვენცა ვჰპოვოთ ძმანო, საზომისაებრ ჩვენისა, უკეთუ ვიღვაწოთ. ამისთვისცა მოციქული იტყვის: "უკეთU მისთანა ვივნოთ, მისთანავე ვიდიდნეთ". ხოლო ჩვენ ბევრეულთა ცრემლთა ღირს ვართ, რომელთა წინა გვიძს ესოდენი დიდებაი და ჩვენ უდებებისათვის ჩვენისა დავიწირვებთ ამას ყოველსა; რამეთუ დაღაცა თუმცა არა იყო გეენიაი, საწყალობელვე ვართ, რომელთა ესე გვაქვს ხელმწიფება, რათა, უკეთუ გვენებოს, ვჰსუფევდეთ ღვთისა თანა ღვთისასა და ჩვენ დაკლებულ ვჰყვნეთ თავნი ჩვენნი მის ყოვლისაგან. რამეთუ, დაღაცა თუმცა ჯერ იყო ასოეულად დაჭრაი და ბევრეულითამცა სიკვდილითა სიკვდილი, და ბევრეულთა სულთა მიცემაი, და ესე ზომთავე ხორცთა მის დიდებისათვის არა რაივე იყო, ხოლო აწ ჩვენ საფასეთაცა არა შეურაცხ-ვჰყოფთ მის დიდებისათვის, რომელთაგან შემდგომად მცირედისა უნებლიეთცა განშორებად ვართ. არა უგულებელს-ვჰყოფთ საფასეთა, რომელნი იგი ბევრეულთა ბოროტთა შინა შთამთხევენ ჩვენ და რომელნი აქავე დარჩებიან და არა ჩვენნი არიან. ხოლო ვინაითგან არა მის დიდებისა ოდენ დაჭირვება წინა მდებარე არს, არამედ გეენიაცა და მატლი დაუსრულებელი, ცეცხლი დაუშრეტელი, ღრჭენა კბილთა, და ყოველი სატანჯველი, ვიდრემდე თავს ვიდვათ იგი ყოველი?
ვიდრემდის არა აღვიხილავთ თვალთა ჩვენთა, არამედ მარადღე შფოთთა შინა ვართ და მხილებათა და სიტყვათა ამაოთა? მიწასა მზრდით, რამეთუ ხორცნი ესე ჩვენნი მიწანი არიან, რომელთა ვაპოხებთ და სული უდებ გვიყოფიეს და ჭეშმარიტსა დიდებასა არა ვეძიებთ. ხოლო ურგებთა დიდებათათვის ვზრუნავთ, და ბრწყინვალებასა საყოფლებსა აღვაშენებთ და მოვიგებთ ტაძართა მრავალ-ფასისათა და სიმრავლესა მონათასა, და მნეთა დავადგინებთ და ყოველთა ზედა მთავართა და მთავრის მთავართა, ხოლო სული ჩვენი ოხრად ჰსდგას, და ყოვლადვე არა ვზრუნავთ მისთვის, რაიმე ყოფად არს ამის ყოვლისა დასასრული? არა ერთსა მუცელსა აღვავსებთა? და ერთსა გვამსა შევმოსთა? რაი არს ესეოდენი ესე ამბოხებაი, რად აღვაოხრებთ ერთსა მას სულსა, რომელნი ხდომილ არს ჩვენდა და შევაგინებთ მას და ბოროტსა მონებასა შინა ხორცთასა შთავაგდებთ? რამეთუ, რომელი მრავალთა ეძიებდეს, მრავალთა მონა არს, ანგელოსნი ამისთვის სანატრელ არიან, რომელ არა რაი ეხმარებიან ესე ვითარნი ზრუნვანი და ჩვენცა რაოდენ ნაკლულევანებით ვიყვნეთ, აგნელოსთა ცხოვრებასა მივეახლებით, არა ამისთვის ვნატრითა ადამსა, რამეთუ არა რაი სამოთხესა რა იყო, არცა სახლი, არცა ამოსელი, არცა სხვაი რაი ამის სოფლისაგანი? ხოლო ჩვენ რაისათვის აღვაორძინებთ ანგარებასა და დავაკლდებით ზეცისა დიდებისა აზნაურებასა? განვიფრთხოთ უკვე, საყვარელნო, და განვაგდოთ მონაგებთა ჩვენთა მონებაი, რათა მოვიგოთ ჭეშმარიტი იგი აზნაურებაი, და ღირს ვიქმნეთ ზეცისა დაუსრულებელსა დიდებასა დამკვიდრებად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი