image

თემა: სასუფეველი


სწავლა პვ. თავი კთ. სასუფეველის დიდებისავის.

საყვარელნო! ამისთვის მოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა საუკუნო იგი დიდება მისი ვიხილოთ, რომლისათვისცა იტყვის, ვითარმედ: "მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ, და ჰხედვიდენ, დიდებასა ჩემცა". რამეთუ, უკეთუ აქა დიდება მისი ესრეთ ბრწყინვალე იქმნა, რომელ მთასა თაბორსა მოციქულთა თვალთ-შედგმად ვერ იკადრეს, რაი ვინ ჰსთქვას მერმისა მისთვის დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ესოდენითა ბრწყინვალებითა, რომელსაცა სიტყვით ვერვინ გამოაცხადებს. ჰოი სანატრელნი სამგზის და მრავალ გზისცა სანატრელნი, რომელნი ღირს იქმნნეს დიდებისა მისისა ხილვად? ამისთვის იტყვის წინასწარმეტყველი: "მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს მან დიდება იგი ღვთისა". არამედ ჩვენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს; ჰოი უფალო, უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავისა მის დიდებისაგან, რამეთუ უკეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩვენთვისცა თქმად, ვითარმედ უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით? და რაისათვის ცხოველ ვართ? ანუ რაისათვის ვიქცევით? უკეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით, და მეუფესა ჩვენსა ვერ ვიხილავთ? რამეთუ, უკეთუ, რომელნი ამის მზის ნათელსა ვერ ხედვენ, მწარესა ცხოვრებასა შინა არიან, რაი ყოფად არს მათდა, რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაი, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესოდენ არს ტანჯვაი, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი ნათელი ამის მზისა უბრწყინვალეს არს ბნელისა შეუმსგავსებლად. და კვალად ესეცა არს, რომელნი მის ნათლისაგან დააკლდენ, არა ბნელსა ოდენ მივლენ, არამედ საუკუნოდცა წვაი ცეცხლსა შინა მოიწევის მათ ზედა, და ღრჭენა კბილთა.
    ნუმცა უკვე შთავცვივით მწარეთა მათ სულმოკლებითა საუკუნოსა მას სატანჯველსა. არამედ განვიფრთხოთ და ვიღვაწოთ, რათა განსვენებასა მას მივემთხვივნეთ, და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი სდიოდის, საშინელითა ოხრვითა, წინაშე საყდრისა მის დიდებისა. რამეთუ რომელნი მუნ შთავარდეს ერთგზის, ვერღარავინ იხსნას მიერ, ვერცა მამაი, ვერცა დედაი, ვერცა ძმაი, ვითარცა წინასწარმეტყველნი ღაღადებენ, რამეთუ დავით იტყვის: "ძმამან ვერ იხსნას, კაცმან იხსნასა?" ხოლო ეზეკიილ ამისსა უმეტესიცა ჰსთქვა: "დასდგენ ნოე, და იობ, და დანიილ ძენი და ასულნი მათნი ვერ იხსნან", რამეთუ მუნ ერთი ოდენ შეწევნა არს ჩვენი, საქმეთა მიერ კეთილთა, და რომელსა იგი შეწევნაი არა აქვნდეს, სხვა არა რაი ეპოების მას. ამას უკვე ვიხსენებდეთ მარადის, საყვარელნო, და განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი, რათა კადნიერებით ვიხილოთ უფალი და საუკუნო იგი დიდება დავიმკვიდროთ მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები