image

თემა: სიმდიდრე


სწავლა პე. კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა.

ჰოი კაცო ამაოო! წარმავალთათვის გსურის და წარუვალთათვის არა ეძიებაა? და შენ, უკეთუ ვინ იხილო, ვითარმედ დრაჰკანსა ოქროსასა დააგდებდეს და ტყვიისასა აღირჩევდეს, ფრიად აბრალებ მისსა უმეცრებასა. ხოლო შენ ამისსაცა უუნდოესსა შეჰკრებ და გგონიეს, ვითარმედ სიმდიდრე გაქვს. არამედ მე მდიდრად მას ვიტყვი, რომელსა სოფლისა საქმენი შეურაცხ-ექმნენ. რამეთუ არავინ შეურაცხ-ჰყოფს უნდოთა მათ საქმეთა, უკეთუ სურვილი უზესთაესისა მის არა აქვნდეს, ვითარცა ტყვიასა არა ვინ უგულებელ-ჰყოფს, უკეთუ არა იცნას ოქროი. და შენცა - უკეთუ იხილო კაცი, რომელი ყოველსა სოფელსა თანა წარვლიდეს, ჰსცან, ვითარმედ საუკუნოსა მის სურვილი დამკვიდრებულ არს მის თანა. ეგრეთვე მუშაკი მცირესა იფქლსა შეურაცხ-ჰყოფს, რაჟამს უმეტესსა მოელოდდეს ნაყოფსა. და უკეთუ სადა ესე უცნაურ არს, თუ მოვიღოთ ნაყოფი ანუ არა, და ესრეთ შეურაცხ-ვჰყოფთ მონაგებსა ჩვენსა, არა უფროსად (უფრო უმჯობესი არ არის), სადა იგი მტკიცე არს მოღება ნაყოფისა, დავსთესოთ თესლი მოწყალებისა?!
    ამისთვის, გევედრები, ძმანო, ნუმცა დავიმჭირვებთ კეთილთა მათ ზეცისათა, მოვიხსენოთ სიტყვა იგი წინასწარმეტყველისა, ვითარმედ: "ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღიხოცენ", არამედ ნუ ესრეთ, რათამცა დღეს ჰქმნე და ხვალე დასცხრე. რამეთუ ვითარცა ხორცთა ამათ მარადღე საზრდელი უხმს, ეგრეთვე არს სულიცა. რამეთუ უფროსად სულსა ეხმარების, და უკეთუ არა მივსცეთ - მოუძლურდების. და ნუმცა უკვე შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ ჭირსა შინა მოიშთობის მარადღე, და მრავალნი წყლულებანი მოვლენ მის ზედა, გულის-თქმათაგან, გულის-წყრომისაგან, ძვირის-ზრახვისა, უდებებისა, ძვირის-ხსენებისა და შურისა. ჯერ არს უკვე, რათა წამალნიცა დავასხნეთ მას ზედა. ხოლო არა მცირე არს წამალი იგი მოწყალებისა, ყოველთათვის წყლულებათა, რამეთუ იტყვის: "მიეცით მოწყალება და ყოველივე თქვენი წმიდა იყოს". მოწყალება დასდევით თქვენ ზედა საყვარელნო, და ნუ ანგაჰარებასა დასდებთ, ხოლო მოწყალება ჯერ არს, რათა უცხო იყოს ყოვლისაგან უსამართლოებისა. უკეთუ არა, მოწყალება ანგაჰარებისაგან ქმნილი, არად სარგებელ არს, არამედ რომელი წმიდა იყოს, იგი არს კეთილ და ყოვლისა უმჯობეს განანათლებს სულსა, და შვენიერ ჰყოფს და განაპოხებს. ვიცხოთ უკვე, ძმანო, ესე ზეთი ზელთა ჩვენთა, რათა კეთილად შევუძლოთ ეშმაკსა წინააღდგომად. რამეთუ ყოველივე ვნება დაიხსნების მოწყალებისა მიერ. რამეთუ ვითარცა მკურნალი, რომელი მარად-დღე უძლურთა თანა იქცეოდეს, დამდაბლდების, უკეთუ გულის-ხმა-ჰყოფდეს ბუნებასა მას კაცობრივსა, ეგრეთვე ჩვენ, უკეთუ გლახაკთა თანა ვიქცეოდეთ, და ვსწყალობდეთ მარადის, ფრიადი სიბრძნე მოვიგოთ ამის საქმისაგან, და ყოველი სოფელი შეურაცხ-ვჰყოთ, და ავმაღლდეთ ზეცად და მუნ ანგელოსთა თანა ვიშვებდეთ, და ყოველთა მეუფესა ვადიდებდეთ საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შვენის ყოველი დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები