ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: სასუფეველი
74. ხშირად მებადება კითხვა: სად არის ცათა სასუფეველი? რას მეტყოდით?
ცათა სასუფეველი თქვენშია. რადგან ღვთის ძე შენშია, მაშინ მისი სასუფეველიც შენშია. აი, ზეციური სიმდიდრე, თუკი გსურს, იგი შენშია. აი, ცოდვილო, ცათა სასუფეველი, იგი შენშია. შედი შენს თავში, ეძიე გულმოდგინედ და იოლად იპოვი მას. შენს გარეთ სიკვდილია, მისი კარი ცოდვაა. შეიცან შენი თავი, დაემკვიდრე შენს გულში, რადგანაც იქ ღმერთია