image

თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა


სწავლა ჟ. ქრისტიანეთა ქცევისათვის.

გლოცავ საყვარელნო, და გევედრები, ვაჩვენოთ მოქალაქობა კეთილი და უბრწყინვალესი მზისა, რათა უფროსად იდიდოს ღმერთი ჩვენ მიერ, რამეთუ ესრეთ შვენის ქრისტიანეთა, და სათნო ვეყოფოდეთ ქრისტესა, რამეთუ სათნოება მარადის უბრწყინვალეს მზისა არს. მოვიგოთ უკვე, ძმანო, სათნოება, ვიქმნეთ მოწყალე და წმიდა გულითა და მშვიდობის მყოფელ ყოველთა მიმართ! უკეთუ ესრეთ ვიყვნეთ, უმეტესღა სასწაულთა საქმისა მრავალნი მოვიდენ ჩვენ მიერ დიდებად ღვთისა, დაღაცათუ ვინმე წინააღმდგომ და მაგინებენ ჩვენდა იქმნან, ვერა რაი გვავნონ, არამედ უფროსად იგინიცა გულსა შინა მათსა მაქებელ ჩვენდა იქმნენ ჭეშმარიტებისათვის. იხილეთ, ვითარ ნაბუქოდონოსორ, მტერი იგი და მბრძოლი, სამთა ყრმათა მაქებელ და მადიდებელ მათდა იქმნა, იხილნა რა იგინი ახოვნად სიყვარულსა შინა ღვთისასა. გლოცავ, საყვარელნო, და გევედრები, მტკიცე იყავნ და აღუხოცელ გულთაგან ჩვენთა საღმრთონი წერილნი. მივემსგავსნეთ მცირეთა ყრმათა, ვითარცა მათ პირველ იწყიან ანბანი, მერმე აღმოკითხვაი ასოეულად და შემდგომად წარემართნიან კეთილად კითხვასა, და ესრეთ იწყიან სწავლად სიბრძნისა და მცირედ მცირედ იქმნიან ფილოსოფოს. ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ, ძმანო! განვჰყვნეთ სათნოებანი: პირველად უკვე ვისწაოთ არა ტყუილი, არა ფიცი, არა ძვირის ხსენება. მერმე კვალად სხვასა მუხლსა ხელ-ვჰყოთ წურთად (ვარჯიშობა), აღმოვჰფხვრნეთ გულის-სიტყვანი და გულის თქმანი ბოროტნი. აღმოვფხვრათ შური და ხდომა, დიდების მოყვარება; მოვიძულოთ ნაყროვანება, მთვრალობა და უდებებაი, რათა ამიერ კვალად სიმაღლეთა მიმართ საქმეთასა სწავლად აღვიდეთ მარხვისა და სიწმიდისა, სიმართლისა და სიმდაბლისა. მერმე შევუძლოთ ლმობიერად ლოცვა, მდინარენი ცრემლთანი, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულ-გრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება და მოთმინება. მერმე შევუძLოთ მადლითა და შეწევნითა უფლისათა ჯუარცმად ხორცთა ჩვენთა, ვნებითურთ და გულის-თქმით და ცხოველ ვიყვნეთ სულითა და სულითაცა ვეგნეთ და ესრეთ ვიქმნეთ იფქლ წმიდა შესაკრებელ საუნჯეთა მათ ზეცისათა და მოქალაქე ზეცისა იერუსალიმისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი ქრისტიანენი მიმთქვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები