თემა: ვერცხლისმოყვარება


დასჯილი ვერცხლისმოყვარე.

ღირსი სპირიდონ ტრიმიფუნტელის სამღვდელმთავროში ერთმა მდიდარმა შიმშილობის ჟამს გემებით სხვა ქვეყნებიდან აურაცხელი პური ჩამოიტანა და სურდა, ისეთ ფასში გაეყიდა, რაც ტრიმიფუნტში დახვდა. მან ბეღელები აავსო და ფასის კიდევ აწევას დაელოდა. რამდენს ეხვეწებოდნენ ღატაკნი გაუმაძღარ პურისმფლობელს, მაგრამ ამაოდ - ის ასპიტივით ყრუ რჩებოდა მათი ვედრების მიმართ. საბრალონი ღირს სპირიდონთან მივიდნენ და მის სისასტიკესა და საკუთარ სიღარიბეზე დაიჩივლეს. ღვთის კაცმა გასაჭირში მყოფნი გაამხნევა და უთხრა:
    -ნუ ტირით, არამედ წადით და ანუგეშეთ თქვენი ოჯახები, ღვთის იმედი იქონიონ. სწორედ ამას გვასწავლის უფალი: ხვალ დილისთვის თქვენი ბეღლები აივსება; მდიდრებმა კი მზერა მიაპყარით თქვენს მვედრებელთ და თქვენთვის უსასყიდლო საფასურის მომცემთ.
    იმედის წყნარმა შუქმა გაანათა მწყურვალთა გულები, თუმცა მათი ცრემლები ვერ ამოაშრო.
    მაგრამ პირველ ბნელ ღამეს, ღვთის განგებულებით, უეცრად საშინელი წვიმა წამოვიდა, რომელსაც ისეთი ძლიერი ქარი ახლდა თან, რომ უმოწყალო მდიდრის საცხოვრებელი დაამხო და წყლის დიდმა ნაკადმა მთელი პური გაიტაცა. პურის გამყიდველი თავის შინამოსამსახურეებთან ერთად აქეთ იქით აწყდებოდა, არ იცოდა, რა ექნა და შეგროვილ ხალხს შველას სთხოვდა. ამასობაში კი გზაზე გაფანტული პურის მხილველი უქონელნი აგროვებდნენ მას და სახლში მიჰქონდათ. შემდეგ იმავე საქმისთვის კვლავ ბრუნდებოდნენ. მათ წმიდა სპირიდონის წინასწარმეტყველება გაიხსენეს და ამჯერად ცოდვად არ მიიჩნევდნენ იმის აღებას, რაც თავად უფალმა გამოუგზავნა. კაცები, ქალები და ბავშვები ცდილობდნენ, აევსოთ თავიანთი სამოსი და ყველაფერი, რაც გააჩნდათ. თვით მევახშემ მასზე აღმართული ზეციური მამის ხელი იგრძნო, ღარიბებს წააქეზებდა და სთხოვდა, აეღოთ, ვისაც რამდენი შეეძლო და სურდა.
    ღირსმა სპირიდონმა მისი გულმოდგინების შესახებ შეიტყო და მშიერთა დაპურებისთვის უფალი ადიდა. ღმერთს მადლობდა იმისთვისაც, რომ მოულოდნელი უბედურებით ვერცხლისმოყვარის სასტიკი გული მოალბო
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები