image

თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა

"და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყვით, გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუისითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამისა მის მიერ" (კოლ. 3, 17).
    
    მესამე მეთოდი, რომელსაც უნდა ვიყენებდეთ და რომელმაც უნდა წარმოაჩინოს ჩვენი სრული დაფარულობა ღმერთში, არის ყველაფრის ღვთის სახელით ქმნა. პირველი ორით, ანუ საღმრთო წერილის კითხვით და გაცხადებული ჭეშმარიტების შეთვისებით, ამაო და უწმინდური აზრები იდევნება და გონება ყოვლადვე ღვთაებრივის მიმართ კეთილაზროვნებით აღივსება, ხოლო ლოცვა ღვთის მუდმივი ხსოვნისა და ღვთის თანამყოფობაში სვლის ჩვევაში მტკიცდება. ერთიც და მეორეც ყურადღებას და გრძნობას ღმერთში კრძალვით აკავებს. თითქოს საკმარისია არა? ასე ჩანს, მაგრამ ასე როდია. თუ მხოლოდ ამ ორი მეთოდით ვიმოქმედებთ, ვერ მივალთ დასახულ მიზნამდე. ადამიანს მხოლოდ აზრი და გრძნობა არ ამთლიანებს, არამედ საქმეც. კაცი მუდმივად მოძრავი , განუწყვეტლად მოძრავი არსებაა. რის გამოც მისი ყურადღება და გრძნობა ყოველთვის რაიმე საქმითაა გატაცებული. მოქმედებისას ადამიანი მთელი არსებით იმყოფება საქმეში. ამიტომაც ღვთის მაძიებელი იმ საქმეთა მიზეზით, რომელთა გარეშე ყოფნა არ ძალუძს, აზრით აუცილებლად განდგება ღვთისაგან, ხოლო აზრთან ერთად - გრძნობითაც. საქმეს ის ზეციდან მიწაზე ჩამოჰყავს, ანუ ღვთის იდუმალებიდან ხილულ ურთიერთობებში, რამეთუ ჩვენი საქმეები ისე არ წარიმართება, რომ ისინი ღმერთში კრძალული ცხოვრების შენარჩუნების საშუალებას წარმოადგენდნენ, მაშინ ის ორი მეთოდიც უნაყოფო იქნება და მათი შესრულებაც ისეთი არ იქნება, როგორც ამას საჭიროებდა მოითხოვს. საქმე მუდამ გვიშლის როგორც წმ. წერილის შესწავლას, ასევე - ლოცვას. მოციქული გვასწავლის, თუ როგორ გამოვიყენოთ საქმე ღმერთში კრძალულად ყოფნის საშუალებად. თუ ასე განეწყობით, მაშინ უფლისაგან არც აზრთ და არც გრძნობით არ განეშორებით. რამეთუ, თუ გვსურს ყველაფერს ღვთის სახელით, ღვთის სადიდებლად კეთება და მისი სათნოყოფა, მაშინ მის ნებას მცირედშიც უნდა შევიცნობდეთ და ერთგულად ვასრულებდეთ. სხეულის ასოები ჩვენ იარაღია საქმის აღსასრულებლად , ხოლო აზრი და გრძნობა ღვთისკენაა მიპყრობილი, რათა როგორმე სამე ღვთისათვის სათნოდ გაკეთდეს და მის დიდებას ემსახურებოდეს. არამარტო პირველი ორი, არამედ ეს მეთოდიც მეტად ქმედითია დასახული მიზნის მისაღწევად და წარმატება იმ ორთაგან, ამ მეთოდზეა დამოკიდებული . რამეთუ ის ორი არსით აზრობრივი ბუნებისაა. აზრობრივი კი ძვალრბილში და სისხლში მხოლოდ საქმით გაგვიჯდება. ადამიანის ნააზრევი მის შინაგან არსებაში საქმით ილექება. როდესაც საქმე ღვთისადმია მიძღვნილი და ამდენად, წმიდაა, მისი აღსრულებისას ერთგვარი ღვთაებრივი მუხტი აღავსებს ყველა ამ ძალასა და ორგანოს, რომლებიც საქმის აღსრულებაში მონაწილეობენ. რაც მეტია ასეთი საქმეებისაქმეები, მით უფრო მეტი ღვთაებრივი მუხტი აღწევს ადამიანის არსებაში. ხოლო შემდეგ მთლიანად აღავსებს მას. ამგვარად, მთელი არსება ღვთაებრივში ჩაფლული , ანუ ღმერთში დაკრძალული ხდება. რამდენადაც გამყარდება საქმის ასეთი მიმართულება, ლოცვაც მტკიცე ხდება და მას თან ღვთისმოაზრება და კეთილი ფიქრები ახლავს. ისინი საქმეებს ღვთის სადიდებლად განამტკიცებენ.
    
    საერთოდ, ყველაფერი, რისი კეთებაც გვიწევს, მოციქულმა ორი ტერმინით გადმოსცა: სიტყვით და საქმით. სიტყვა ბაგეებით წარმოითქმება, საქმე კი სხეულის დანარჩენი ასოებით აღესრულება. გაღვიძებიდან დაძინებამდე ერთიც და მეორეც განუწყვეტელ მოქმედებაშია. ჩვენი სიტყვა თითქმის (დაუდუმებლად) გაუჩერებლად მოედინებდა და სხეულის სხვა მოძრაობებიც ასევე არ წყდება. რამდენად დიდ მსხვერპლს შევსწირავთ უფალს, თუკი ყველაფერი ეს ღვთის სადიდებლად მიიმართება?! თუ სიტყვას ღვთის სადიდებლად მივვმართავთ, არამარტო ცუდმეტყველება, არამედ ამაოდმეტყველებაც განიდევნება და რჩება ის, რაც ძმათა დარიგებას ემსახურება ან უკუდურეს შემთხვევაში, ძმობის რღვევას არ ემსახურება. ამასვე უნდა მიეკუთვნოს ლოცვით მეტყველება. ხოლო საქმიანობის ღვთის სადიდებლად მიმართვა არამარტო იმ უკეთურ საქმეთა დევნის, რომლებიც ვნებიანი სურვილებით და აღგზნებულობით კეთდება (მათი ხსენებაც კი არ უნდა იყოს ქრისტიანებში). არამედ ის სულისკვეთება მიითითება, რომლითაც მოცული უნდა იყოს აღსასრულებელიაღსასრულებელი აუცილებელი, დასაშვები და სასარგებლო საქმეები. ამით სამოქმედო არეალიდან ყოველგვარი თავისმაამებლობა, წუთისოფლის და მის ბოროტ ჩვეულებათა მსახურება განიდევნება.
    
    ყველაფერი ღვთის სახელით აღსრულება ნიშნავს, ყველაფერი მის სადიდებლად მივმართოთ; ვეცადოთ, ყველაფერი ისე ვაკეთოთ, რომ ეს სათნო იყოს მისთვის, შევიცნოთ მისი ნება და კიდევ, ყოველგვარი საქმე მისადმი ლოცვით მოვიცვათ, ლოცვით დავიწყოთ, ლოცვით აღვასრულოთ და ლოცვით დავამთავროთ, თავიდან კურთხევა ვითხოვოთ, აღსრულების დროს - შეწევნა, ხოლო ბოლოში მადლიერება აღუვლინოთ, რამეთუ მან თავად აღასრულა ჩვენში ჩვენი მეშვეობით, თავისი საქმე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები