ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მადლის დაკარგვა, მადლის შენარჩუნება
ხედავთ, როგორ ცივა მადლის გარეშე? როგორი მჭკნარი და უძრავიასული ამ დროს? ასეთია კეთილი წარმართების, ასევე ცხოვრებისეულად მოწესრიგებული და კანონის ერთგული ებრაელების და იმ ქრისტიანების მდგომარეობა, რომლებიც ღმერთთან ურთიერთობაში არ იზიარებენ შინაგან ცხოვრებას. გულის ისეთ დამძიმებას, თქვენ რომ განიცდით, ისინი არ იცნობენ, რამეთუ არ განუცდიათ ის, რაც ხდება მადლის ზემოქმედებით. მაგრამ რამდენადაც დროგამოშვებით მათაც გადაეფინებათ სულიერი ნუგეში - ორონდ ბუნებრივი - ამდენად ისინი წყნარად ჰგიებენ.
ყველაზე მეტად რით ნარჩუნდება სულში მადლი? - სიმდაბლით. ყველაზე მეტად რის გამო გვტოვებს? - სიამაყის, თავმომწონეობის და თავდაჯერებულობის გამო. როგორც კი შეიგრძნობს ჩვენში შიგნით ამ ცუდ სუნს, ის მაშინვე გვტოვებს.