ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა
გაქვთ წიგნი? იკითხეთ, იმსჯელეთ და საკუთარ თავს მიუსადაგეთ. შეთვისება კითხვის მიზანია და ნაყოფიც მისგანაა. შეთვისების გარეშე კითხვას სარგებელი არა აქვს და უფრო ცუდიცაა. თავში მარტო შეხედულებები გროვდება, რომლებიც გვასწავლიან არა საკუთარი თავის მომართვას სიკეთისაკენ, არამედ სხვების განკითხვას. შეიძინეთ და იკითხეთ ისიხის სწავლებები სიფხიზლის შესახებ. იქ ახსნილია, თუ როგორ უნდა მოიწესრიგოთ და მართოთ აზრები. წაიკითხეთ ყურადღებით, შეითვისეთ გულმოდგინედ და შემდეგ იქ აღწერილი მითითებებით იმოქმედეთ.