ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა, პატივმოყვარეობა
ამბობენ, პატივმოყვარეობა შინაური მტერია, რომელიც შეთქმულია გარეშე მტრებთან. ის უღებს მათ ფანჯრებს და კარს, ისინი კი იპარებიან შიგნით და ძარცვავენ იქაურობას. ვინ იცის? შესაძლოა, ის დანაღვლიანებაც, თქვენ რომ შეგემთხვათ და ლოცვად დადგომისთანავე მიგატოვათ, მტრის ხრიკია, მას სურს როგორმე სიამაყე ჩაგითესოთ აზრებში: "ი, როგორი მლოცველი ვარ!" ლოცვის შემდეგ ეშმაკები გაიფანტნენ. გაიხსენეთ: თუ ამას მოსდევს პატივმოყვარული აზრები, იცოდეთ, ასე მტერს თქვენი ქედმაღლობაში შეყვანა სურს.