თემა: პატივმოყვარეობა
502. როგორ ესხმის ადამიანებს თავს პატივმოყვარეობის ეშმაკი?
ეშმაკი, ვისშიც პატივმოყვარეობას მოხდენილი ტანისამოსით ვერ აღძრავს, ცდილობს მოუვლელი, შეუხედავი, უბრალო სამოსით აცდუნოს იგი; ვინც ვერ აიძულა თავი აემაღლებიან ცოდნითა და მჭევრმეტყველებით, დუმილით ჩააგდო ცოდვაში; ვინც აშკარად მარხულობს, ბოროტი მას ამქვეყნიური დიდებით აცდუნებს; ხოლო, ვინც გაურბის სახელს და ფარულად ცდილობს მარხვის შენახვას, სწორედ ამ კრძალვას უდებს ხაფანგად. ის, ვინც შეურაცხყოფს წუთისოფლის დიდებას და ძმათა თვალწინ ხანგრძლივ ლოცვას ერიდება, განმარტოებული სიმდაბლით ეძლევა პატივმოყვარეობას.