თემა: პატივმოყვარეობა

533. ცხრება თუ არა პატივმოყვარეობის სენი ასაკის მატებით?
ზოგიერთი ვნება უძლურდება და მცირდება ადგილის ცვლილებითა თუ შესაბამისი ობიექტიდან მოცილებით. პატივმოყვარეობა არ სცილდება უდაბნოში გასულსაც კი, ადგილის შეცვლა არ მოქმედებს მასზე, რამეთუ ის სათნოების გზაზე ადამიანის წარმატებებით სულდგმულობს. სხვა ვნებები დროთა განმავლობაში უძლურდება და ქრება, ხოლო პატივმოყვარეობა, თუკი ადამიანი არ გამოიჩენს დიდ მონდომებასა და გონიერებას, არა თუ დასუსტდება, არამედ უმეტესი სიძლიერით აღსდგება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები