ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: პატივმოყვარეობა
800. სხვა ეპისკოპოსმა შეკითხვა გაუგზავნა იმავე ბერს ბარსანუფის და დარიგება სთხოვა.
რა უნდა ვუთხრა ღვთისადმი თქვენს სიყვარულს? გეტყვით, რომ მონას არ შეშვენის ბატონის დარიგება, მაგრამ მე ჯერაც ვერ გავთავისუფლდი პატივმოყვარეობისაგან, რომ ყველას მონად მივიჩნიო თავი. ამიტომ, შეცბუნებული ვარ და პატიების სათხოვნელად ვერაფერს ვპოულობ. მხოლოდ ის მრჩება, ამ სიტყვებს რომ მივმართო: შენდობას ვითხოვ ღვთის გულისათვის და ილოცეთ ჩემთვის, რათა ჩემთან თქვენი მოსვლის გამო მსჯავრი არ დამდონ, რათა შევიცნო, რა არის ღმერთი, ვეცადო მისი მცნებების აღსრულებას და შეწყალებული ვიქნები.