თემა: ღმრთისმეტყველება


იოანე ოქროპირი.

კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსი იოანე მღვდლობისას მრავალრიცხოვანი ხალხის წინაშე ღვთის სიტყვას ქადაგებდა. უეცრად ვიღაც ქალმა, რომელმაც მაღალი აზრები და ძლიერი გამოთქმები ვერ გაიგო, ხალხიდან ხმამაღლა წამოიძახა:
    -სულიერი მასწავლებელო! უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვი, იოანე ოქროპირო! შენი სწავლება ღრმააზრიანია, ჩვენი გონება კი უძლურია და არ ძალუძს, შენს მაცხოვნებელ სიტყვებს ჩასწვდეს!
    ამის მოსმენაზე მთელი ხალხი იმ მხარეს მიბრუნდა, საიდანაც ხმა მოისმა. ბოლოს ყველამ ერთხმად ამოიძახა:
    -ეს სახელი უცნობმა ქალმა წარმოთქვა, მაგრამ უეჭველია, თვით უფალმა გიწოდა ოქროპირი!
    იმ დროიდან წმიდა იოანეს ოქროპირი უწოდეს, რაც დღემდე გრძელდება.
    ამასობაში დიდი მქადაგებელი თვითონაც დაეთანხმა, რომ დახელოვნებულად მოქარგული სიტყვა, მართლაც, განათლებული ადამიანებისთვის განკუთვნილი, უბრალო ხალხს სარგებელს ვერ მოუტანდა და ქრისტეს სამწყსოს მარტივად და გონივრულად ესაუბრებოდა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები