თემა: მიტევება


იოანე ოქროპირის საქციელი ეთიოპიელთან.

საბერძნეთში არსებული კანონის (აუცილებლად საჭირო ქრისტიანობის პირველი ჟამისთვის) თანახმად, ყველა დამნაშავე მართლმსაჯულებისთვის ხელშეუხებელი ხდებოდა, თუ ეკლესიაში თავის შეფარებას მოასწრებდა. უეჭველია, ეს კანონი გამოცემული იყო იმ მიზნით, რომ ხალხის წინაშე უფრო მეტად ექადაგათ და მაცხოვნებელი ღვთის მადლი განედიდებინათ: რამეთუ ავაზაკი, რომელიც სიკვდილის წუთებში დაცვას ღვთის საკურთხეველთან იპოვიდა,თითქმის ყოველთვის იქიდან კეთილ ადამიანად გამოდიოდა და მთელი ცხოვრების მანძილზე ასეთად რჩებოდა. ამრიგად, ღრმად ებეჭდებოდა გულში იმედი ღვთის ყოვლისშემძლეობისა!.. ამის მიუხედავად, ზოგიერთმა ძლიერმა ამა სოფლისათა, გადაწყვიტა, ეს კანონი გაეუქმებინა. ასეთი იყო მეფე არკადის სასახლის ერთი დიდებული. მან მეფე დაიყოლია, გამოეცა ბრძანება, რომ არავის ექნებოდა თავშესაფარი ეკლესიაში, როდესაც მას მართლმსაჯულება სდევნიდა. თუ ვინმე თავის შეფარებას მაინც მოასწრებდა, იქიდან გამოიდევნებოდა და როგორც სამეფო ნების დამნაშავე, მკაცრად დაისჯებოდა. რამდენს არ ცხილობდა იოანე ოქროპირი (რომელიც მაშინ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იყო), ღვთის ტაძრისთვის ეს შეურაცხყოფა აერიდებინა, მაგრამ ამით ევთროპის მრისხანება და სიძულვილი მოიწია; მისგან წყენასაც ხშირად დაითმენდა.
    მაგრამ რა საზომითაც მიუზღავთ, იმავე საზომით მოგეზღვებათ, - ბრძანებს მაცხოვარი. ხალხს არ შეეძლო, ევთროპისგან შევიწროება და სისასტიკე დაეთმინა და ხმამაღლა დრტვინვა დაიწყო: დაჟინებით მოითხოვდნენ, უსამართლო მსაჯული ყველასთვის სამაგალითოდ დაესაჯათ. არკადიმ კი, რომელიც ხშირად აღამაღლებდა უღირს ადამიანებს და ვერასდროს უჭერდა მხარს თავის რჩეულებს, ევთროპის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
    ბედკრული ღვთის სახლში გაიქცა და საკურთხეველში დაიმალა... ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა წმიდა იოანე ოქროპისი იქ ღვთის სიტყვას ქადაგებდა. როგორ მოიქცა მაშინ ღვთის წმიდა მამა? განდევნა თუ არა საბრალო ეკლესიიდან? არა; მან ევთროპიზე გაღიზიანებულ ხალხს წარმოუდგინა, რამდენად არამდგრადია ადამიანური ბედნიერება; მან მეფის რჩეულის, ახლა სასიკვდილოდ განწირულის საბრალო ხვედრი აღწერა; ცდიობდა, ხალხის გული მის მიმართ სიბრალულით განეწყო.
    აი, განმსწავლელი მაგალითი! იოანეს ადგილზე სხვა გაიხარებდა, როდესაც ოდესღაც ამაღლებულ მტერს ესოდენ დამცრობილს დაინახავდა და ხალხის ხმას თავისასაც შეუერთებდა. მაგრამ დიდმა მამამ თავშესაფარი მისცა და დაიცვა თავისი უსასტიკესი მდევნელი. ის ხედავდა, რომ ევთროპი უკვე საკმაოდ იყო დასჯილი იმითაც, რომ სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ იქ შეძლო, სადაც სასჯელისგან ხსნის თავშესაფარი სხვებს დაუხშო, იმდენადვე საბრალოებს, მაგრამ, შესაძლოა, ნაკლებად დამნაშავეებს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები