თემა: მოწყალება
საჩუქრის მადლიანი გამოყენება.
ერთხელ იოანე მოწყალესთან კურთხევის მისაღებად მდიდარი დიდებული მივიდა და დაინახა მისი საწოლი, რომელზეც თხელი და ნახევრად გაცვეთილი პლედი ეფარა. სახლში დაბრუნებულმა მას ახალი გაუგზავნა, რომელიც 36 ოქროს ფული ღირდა.
ღვთის კაცს არ სურდა, დიდებულის გულმოდგინებისთვის ეწყენინებინა და მომდევნო ღამეს ამ ძვირფას პლედში დაიძინა, მაგრამ გამოღვიძებულმა ძალზე ინანა.
-ვაი შენ, ცოდვილს! - წამოიძახა მან, - რადგან ნაზი ქსოვილის ქვეშ გძინავს, ქრისტეს ძმანი, ღატაკნი კი სიცივით იყინებიან. რამდენი უქონელი და ღარიბია, რომელთაც საკუთარი სიშიშვლის დასაფარავად ერთი ლეპტაც კი არ აბადიათ! რამდენი მწირი და მოგზაურია, რომლებსაც ღია ცის ქვეშ, თივაზე სძინავთ! შენ კი მდიდრული საცხოვრებელი, ურიცხვი მონა, ნაირფერი საკვები გაქვს, - და გადაწყვიტე, კიდევ უფრო განიმტკიცო ძილი ამ რბილ აბრეშუმში... გეშინოდეს, რომ ამ ცხოვრებაში ნეტარების შეტკბობით მომავალ ცხოვრებაში მხოლოდ მწუხარება არ გახდეს შენი ხვედრი. არა! ნუ დაიფარებ ამ მდიდრულ პლედს მომდევნო ღამეს! დაე, მისი საფასით რამდენიმე ღატაკი დაიფაროს.
ასეთ ფიქრებში გართულმა წმიდა იოანემ გათენებისთანავე ნაჩუქარი პლედი გასაყიდად გაგზავნა. ის დიდებულიც შემთხვევით სწორეს იქ აღმოჩნდა... მან თავისი პლედი დაინახა, იყიდა და წმიდა იოანეს ხელმეორედ გაუგზავნა, თან გულითადად შეევედრა, თვითონ გამოეყენებინა. ღვთის კაცმა მიიღო, მადლობა გადაუხადა და კვლავ მისი გაყიდვა ბრძანა. დიდებულმა ისევ იყიდა და იოანეს დაუბრუნა. წმიდა მამა მესამედაც ისევე მოიქცა - დიდებულმაც იგივე გააკეთა. ბოლოს მოსაგრე მისმა გულუხვობამ გააოცა და შემდეგი სახის წერილი გაუგზავნა: „ვნახოთ, ჩვენ შორის ვის უფრო ადრე მობეზრდება: მე, რომელმაც გადავწყვიტე მისი გაყიდვა, თუ შენ, მუდამ რომ ყიდულობ და უკან აბრუნებ?“ თვითონ კი ამასობაში ღვთისმოსავ გაყიდვას განაგრძობდა.
ამრიგად, იოანემ დიდებულის მისადმი მიჯაჭვულობა გაჭირვებულთა სასარგებლოდ გადააქცია და უნებლიედ ქველმოქმედად აქცია ის.
ნუ მოირთავ სხეულს ძალზე ნაზი სამოსითა და დიდებულებით. ქრისტიანული სამოსი სულის სამოსია; ის უნდა შევამკოთ და არა სხეული; რამეთუ სულიერი სილამაზე ღვთის ხატებაა, რომლის მიხედვითაც შექმნილია ადამიანი; საპირისპიროდ იმისა, რასაც გვასწავლის სხეულის ფუფუნება?.. სხვისი მიიტაცო და საკუთარი გაფლანგო, მოყვასს გული ატკინო და მოწყალებაზე უარი განაცხადო. ის გაუმაძღარია: მას ყველაფერი ესაჭიროება. კარგი სახლი არა აქვს: უკეთესის მოპოვებაა საჭირო. ცუდი კაბა აქვს: უმჯობესის შეკერვაა საჭირო. საჭმელს იწუნებს, არც ღვინის გემო აკმაყოფილებს: საუკეთესოს შეძენაა საჭირო. განსაჯეთ, კიდევ არის დრო და შესაძლებლობა, ვიფიქროთ იმაზე, რა ელის კაცობრიობას