თემა: ღვთისათვის თავგანწირვა,  თვითმკვლელობა


განდგომილი ნირსანი საშინელი საფასურით გამოისყიდის სიცოცხლეს.

ღირსი ვადიმი ქრისტეს რწმენისათვის საპყრობილეში მშიერი იყო და იტანჯებოდა. იმავე დროს, ერთი არიელი თავადი ნირსანი, რომელიც ქრისტიანობაში ამხილეს, დაცვის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ მას ვადიმისნაირი დიდსულოვნება და მოთმინება არ აღმოაჩნდა; მოსალოდნელი ტანჯვის შეეშინდა და ბოლოს თქვა:
    -როგორ დავკარგო ხილული ნეტარება უხილავის მოლოდინში?
    მან იმავე წუთს გაგზავნა ერთ-ერთი მცველი მეფე საბორთან თხოვნით, რათა მისი კეთილგანწყობა დაებრუნებინა, თვითონ კი, თავის მხრივ, თავისი წინაპრების რწმენას უბრუნდებოდა. მეფეს გაუხარდა და ბრძანა, ნირსანი მასთან მიეყვანათ.
    -მე მსურს, დაგიმტკიცო ჩემი მეფური წყალობა იმით, რითაც მოისურვებ, - უთხრა საბორმა, - მაგრამ შენც, ნირსან, დამიმტკიცე ერთგული ქვეშევრდომის მორჩილება.
    მან რაღაც უჩურჩულა ერთ-ერთ თავის მსახურს და მალე მძიმე ბორკილდადებული ღირსი ვადიმი მათ წინაშე წარსდგა.
    -თუ ნირსანი საკუთარი ხელით მოკლავს ვადიმს, - უთხრა საბორმა გვერდით მდგომ დიდებულებს, სიცოცხლეს შევუნარჩუნებ მას, დავუბრუნებ ხარისხს, ქონებასა და ჩემს სიყვარულს. ამისმოქმედი უსიტყვოდ იღებს მახვილს და იქნევს...
    უეცრად ღვთის ხელი აღიმართა მასზე. ბოროტმოქმედი თრთოლამ შეიპყრო, ხელი თითქოს გაუქვავდა...
    -უღმერთო ადამიანო! - უთხრა მას ვადიმმა, - აქამდე დავიდა შენი სიშმაგე, რომ არა მხოლოდ ქრისტეს განუდექი, არამედ მის მონებსაც კლავ? ვაი შენ ღვთის სამსჯავროს საშინელ დღეს! მე სიხარულით ვკვდები ქრისტეს რწმენისათვის; მაგრამ შენი ხელით სიკვდილი არ მინდა.
    ღვთისგან განდგომილმა ვერ იგრძნო მართალი ადამიანის ყვედრება, აღარ შეეძლო ტირანის ნების აღსრულება, თრთოდა და გაბოროტებული შეჰყურებდა ვადიმს. ბოლოს ძალა მოიკრიბა, დაძაბულმა ასწია ხელი წმიდანზე, მაგრამ ააცდინა. მან რამდენჯერმე სცადა და მრავალრიცხოვანი ჭრილობის მიყენების შემდეგ ძლივს მოახერხა წმიდანის მოკვლა. ასე უთრთოდა ხელები მკვლელს!
    იქ მდგომი დიდებულები გაოცებულნი დარჩნენ მოწამის მოთმინებით (რომელიც მრავალგზის დარტყმების შემდეგ მთასავით გაუნძრევლად იდგა) და ლანძღავდნენ მკვლელს, რომელიც ესოდენ მშიშარა და სულმოკლე იყო.
    სამწუხარო იყო სიცოცხლე ღვთისაგან განდგომილი კაცისა, რადგან ურწმუნოებმა იეჭვეს, ხომ არ დაუბრუნდებოდა იგი ქრისტიანობას და ყოველი შემთხვევისთვის, აყვედრიდნენ, რომ რადგან ერთხელ უღალატა წინაპრების რწმენას, არ შეიძლებოდა ყოფილიყო კარგი მოქალაქე; ქრისტიანები კი მასთან შეხვედრისას შორს გარბოდნენ ან პირქვე ემხობოდნენ, რათა საკუთარი თვალები ასეთი ადამიანის ყურებით არ შეებიილწათ... ბოლოს სასოწარკვეთილმა მკვლელმა თავი მოიკლა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები