თემა: უმადურობა, ღვთისათვის თავგანწირვა
მეფე საბორის უმადურობა.
სპარსეთის ეპისკოპოსმა, წმიდა სიმეონმა (ეწამა 335 წელს) უარი თქვა მტანჯველთა ყველა მაცდუნებელ წინადადებაზე და მზად იყო, ქრისტესათვის მომკვდარიყო. მაშინ იგი სამეფო პალატებში მიიყვანეს: საჭურისი უსთაგანი, პირველი დიდებული და მეფის ახალგაზრდობაში მისი აღმზრდელი, სიმეონის დანახვაზე ადგა და თაყვანი სცა მას. მაგრამ ღირსმა მამამ არც კი შეხედა მას, როგორც ოდესღაც ქრისტიანობის მიმღებელსა და შემდგომ მის უარმყოფელს და უსიტყვოდ გაემართა მისთვის მომზადებული საწამებლისკენ.
უსთაგანი ათრთოლდა... მას გაახსენდა ღვთაებრივი იმედები, რომელიც ოდესღაც ქრისტე მაცხოვრის წინაშე დამსახურებისთვის გააჩნდა; ქრისტიანული რწმენის ნაპერწკალი გაცოცხლდა მის სულში და გულშემუსვრილმა დაიწყო ქვითინი. მან განიძარცვა ძვირფასი შესამოსელი, უხამური სამოსი ჩაიცვა, მეფის სასახლის კარიბჭესთან დაჯდა, ქვაზე თავს ურტყამდა და მოთქვამდა:
-ვაი, მე შეჩვენებულს! როგორ წარვდგები ჩემი ღმერთის წინაშე, რომელიც უარვყავი? რა პასუხს გავცემ საშინელ სამსჯავროზე?..
მეფე საბორმა მეყსეულად შეიტყო თავისი საყვარელი მსახურისა და მოკეთის ესოდენ სწრაფი ცვლილების შესახებ. მან იგი თავისთან მოიხმო და ყველა საშუალება გამოიყენა, რათა იგი დაღუპვის გზაზე დაებრუნებინა - ჰპირდებოდა უამრავ საჩუქრებს, აყვედრიდა, იბრალებდა, ემუქრებოდა, ყველა ქრისტიანულ საქციელს გრძნეულებას ეძახდა... სწყევლიდა ქრისტე მაცხოვრის რწმენას და შემდეგ კვლავ ევედრებოდა უსთაგანს, როგორც საკუთარ მამას, რათა იგი, ცნობილი და ბრძენი მოხუცი, კვლავ დაბრუნებოდა კერპთა თაყვანისცემას; მაგრამ უსთაგანი ამ ყოველივეს ერთი და იგივე სიტყვებით პასუხობდა:
-საკმარისია ჩემ მიერ აქამდე ჩადენილი უგუნურებაც; ახლა ზეცასა და მიწას მოვიხმობ მოწმედ, შემოქმედის მეტს ღმერთად არავის ვაღიარებ.
მეფესა და უსთაგანს შორის ბრძოლის შემდეგ უმადურმა საბორმა გადაწყვიტა სიკვდილით დაესაჯა თავისი კეთილისმყოფელი და მეორე მამა... მან ბრძანა, მისთვის თავი მოეკვეთათ.
დასასჯელად მიმავალი ღირსი მამა მეფეს სთხოვდა, სახალხოდ განეცხადებინა, რომ უსთაგანი რაიმე სამოქალაქო დანაშაულისთვის კი არ კვდებოდა, არამედ ქრისტიანული რწმენისათვის. მან ადვილად მიიღო ამაზე მეფის თანხმობა, რამეთუ საბორი თავისი მეგობრისა და კეთილისმყოფელის დასჯით სხვა ქრისტიანთა დაშინებას ფიქრობდა. უსთაგანს კი იმედი ჰქონდა, რომ ქრისტიანები მისი ვნების შესახებ მოისმენდნენ და უფრო მეტად განმტკიცდებოდნენ ქრისტეს რწმენაში სიკვდილის ყველა საშიშროების წინაშე. ამ ფიქრებით იგი მშვიდად აღესრულა.
აი, წარმართული სათნოების მაგალითი! ამ ტირანს, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი აღმზრდელი - მეორე მამა და ამით გაანადგურა ყველაფერი წმიდა, განა ძალუძდა, გულში რაიმე კეთილშობილი გრძნობები ჰქონოდა?! ქრისტიანის სული ასეთი როდია: იგი უბედურებაში სხვა რწმენის წარმომადგენელსაც თანაუგრძნობს.