თემა: წმინდანთა ცხოვრების კითხვა,  წმინდანები,  მაგალითი ადამიანებისა,  მცნებათა დაცვა


კეთილმორწმუნე მამათა მაგალითი მაცხოვნებელია.

როდესაც ღირსი ისააკის ნეტარი აღსასრულის დრო დადგა, მის გარშემო შეკრებილმა ბერებმა ჰკითხეს:
    -რა უნდა ვქნათ შენს შემდეგ, აბბა?
    მოხუცმა ბერმა მიუგო:
    -შეხედეთ იმას, ვინ დგას დღეს თქვენს წინ; ეს თქვენთვის საკმარისია. თუ ჩემს ნაკვალევზე სიარული და ღვთის მცნებების აღსრულება გსურთ, უფალი მოიღებს თქვენზე თავის წყალობას და დაიფარავს ამ ადგილს; ხოლო თუ ასე არ მოიქცევით, ამ ადგილას ვერ დარჩებით. დიდი მამების გარდაცვალების მოახლოებისას ჩვენც ასე ვმწუხარებდით, მაგრამ, ვიცავდით რა ღვთის მცნებებსა და მამების რჩევებს, ვცხოვრობდით ისე, თითქოს ისინი ჩვენს წინაშე იყვნენ. ასევე მოიქეცით თქვენც და უფალი დაგიფარავთ.
    შვილნო! ყოველთვის თვალწინ გქონდეთ თქვენი მშობლების, მოძღვრების, ნათესავების, ბერებისა და კეთილმორწმუნე ადამიანების ღვთისმოშიში საქციელი არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ მათი გარდაცვალების შემდეგაც. იგი გზას გაგინათებთ ცხოვრებაში და არასოდეს შეეხებით ცდუნების გზას
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები