თემა: ავადმყოფობა, სასწაულები
სამსონ უცხოთშემწყნარებელი.
წმიდა სამსონი, რომის მოქალაქე, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში განისწავლებოდა საექიმო ხელოვნებაში, არა გასაჭირის ანდა ანგარების გამო, არამედ მხოლოდ იმისათვის, რომ უქმად არ ყოფილიყო და გაჭირვებულებს დახმარებოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინეპოლში გადასახლდა და ექიმობა დაიწყო. მაგრამ დაუღლელ ექიმს უფრო მეტად ამშვენებდა ღვთის მადლი, რომელიც ყოველთვის წარმატებით აგვირგვინებდა მის წმიდა შრომას; ამის გამო ამ წმიდა ადამიანის სახელი ისე განითქვა, რომ პატრიარქმა მისი სურვილის წინააღმდეგ მას მღვდლად დაასხა ხელი.
იმ დროს მძიმედ დაავადდა ბერძენთა მაფე იუსტინიანე. ექიმებმა მას ვერ უწამლეს, ამიტომ მან მიმართა ღმერთს - კურნების ერთადერთ წყაროს; გულმოდგინე ლოცვის შემდეგ მას ძილში ეუწყა, რომ მხოლოდ სამსონს შეეძლო მისი განკურნება. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მადლმოსილი ექიმი იპოვეს. გახარებულმა იუსტინიანემ განსაკუთრებული ალერსით მიიღო იგი, რაზეც წმიდა სამსონმა მოკრძალებით მიუგო: „ყოვლადმოწყალე ხელმწიფევ! მე ღატაკი და ცოდვილი ვარ, თვითონ ვსაჭიროებ ქრისტესგან ცოდვათაგან განკურნებას; მაგრამ შენი რწმენა წყალობისაკენ მოდრეკს მეუფეთა მეუფეს; მას ძალუძს აღასრულოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს“.
ამის შემდეგ ღვთის კაცმა, რასაკვირველია, არა თავისი ხელოვნებით, არამედ ზეციური მკურნალის მადლით, სრულიად გამოაჯანმრთელა ავადმყოფობისგან დიდხანს ტანჯული იუსტინიანე.
მადლიერი მონარქი ძალზე ხარობდა როგორც თავისი გამოჯანმრთელებით, ისე იმით, რომ ღვთივსათნო ადამიანი მის სამეფო ქალაქში ცხოვრობდა. მეფემ მრავალრიცხოვანი ოქრო და ვერცხლი მიუძღვნა მას, მაგრამ წმიდა სამსონმა არაფერი მიიღო.
-თუ გსურს, წყალობა გაიღო ჩემზე, - უთხრა წმიდა მამამ, - მაშინ მხოლოდ ერთს გთხოვ: ღვთის სადიდებლად და შენს საცხოვნებლად ჩემი ქოხის მახლობლად ააშენე სასტუმრო, სადაც მთელი ცხოვრების მანძილზე შემეძლება ავადმყოფთა და გაჭირვებულთა მიღება და, შეძლებისდაგვარად, ნუგეშისცემა; ამით საკუთარი თავისთვის მარადიულ წყალობას მიიღებ ღვთისგან და ჩემს მოხუცებულობასაც შეეწევი.
იუსტინიანემ გულითადი სიხარულით არასრულა წმიდა მამის თხოვნა; მან ააშენა მოგზაურთა მისაღები და საავადმყოფო და დიდი შემოსავალი განუწესა მათ. დაუღალავი ექიმი (როგორც ხორციელი, ისე სულიერი) ღრმა სიბერემდე ქველმოქმედებდა მოყვასისათვის და ავადმყოფობის გარეშე გავიდა იმქვეყნიურ ცხოვრებაში.
მაგრამ ეს ღვთისთვის სათნო სახელი მისი გარდაცვალების შემდეგაც არ დაცარიელებულა. თუ ისე მოხდებოდა, რომ ამ სახლის ზედამხედველი დაუდევარი იქნებოდა თავისი მოვალეობისადმი ანდა ღატაკების მიმართ სიძუნწეს გამოიჩენდა, წმიდა სამსონი ეცხადებოდა მას და თუ არ შეინანებდა და არ გამოსწორდებოდა, საშინელი სასჯელი ემუქრებოდა.
ერთხელ კონსტანტინეპოლში ისეთი ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომ მისი ჩაქრობა ძლიერ გაჭირდა. ცეცხლი პირდაპირ ამ სათნოების სახლისკენ მიემართებოდა და მას სრული განადგურება ემუქრებოდა. უეცრად სახლის ზემოთ ყველამ დაინახა ღვთის მოსაგრე, იგი თავისი საზღვრის გარშემო დადიოდა და ცეცხლს შეჩერებას უბრძანებდა. იმავე წამს ცეცხლის ზემოთ გაჩნდა ღრუბელი, ძლიერი წვიმა წამოვიდა და ცეცხლი ჩააქრო