თემა: ამაოდმეტყველება
ამაოდმეტყველება და სულიერი საუბარი.
მოხუცებული კასიანე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მარხულობდა, ერთ ბერს სულისათვის სასარგებლოზე ესაუბრებოდა. რადგან მათი საუბარი საკმაო ხანს გაგრძელდა, ბერმა თვლემა დაიწყო. ღირსი კასიანე შეწუხდა ღვთის მიმართ ბერის დაუდევრობის გამო და მოისურვა, მის წინაშე მაცდური სულის ქმედება გაემჟღავნებინა. მან ისეთი საუბარი დაიწყო, რაც მხოლოდ მხიარულად დროის გატარებას შეეფერებოდა... უეცრად ბერმა გამოიღვიძა და ყურისგდება დაიწყო, რათა არცერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. მაშინ კასიანემ მძიმედ ამოიოხრა და ბერს უთხრა:
-რა საბრალონი ვართ! სანამ ზეციურზე ვსაუბრობდით, ჩვენი ყურადღება თვლემამ გაფანტა; როგორც კი ბაგეებს მხიარული სიტყვა მოსწყდა, გამოვიღვიძეთ და ძილმაც გადაიარა.
ამ განსწავლით გულის სიღრმემდე შეძრული ბერი მის შემდეგ მუდამ ევედრებოდა უფალს, რათა აღარასოდეს ჩასძინებოდა სულიერი საუბრის დროს და მეყსეულად ღრმა ძილი მოევლინა მისთვის, როგორც კი ამაოდმეტყველება შემოეპარებოდა ანდა სხვისი სახელის აუგად ხსენებას დაიწყებდა.
ჩვენც, ამ დაუდევარი ბერის მსგავსად, ზნეობრივი განსწავლის ნაცვლად, ყველაფერ ამქვეყნიურს სიამოვნებით ვუსმენთ, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბერი გამოსწორდა, ჩვენ კი, უმეტესწილად, როგორც ვცხოვრობთ, ისევე ვკვდებით.