თემა: ამაოდმეტყველება მხოლოდ ის ფლობს ბოლომდე სიტყვის მადლს, ვინც არც ერთ სიტყვას ამაოდ არ განაბნევს. link
თემა: ამაოდმეტყველება ვისაც დრო ამაოდმეტყველების სიფხიზლეში გაჰყავს, იგი უკეთესად მოიქცეოდა, თუ დაიძინებდა. link
თემა: ამაოდმეტყველება როგორც მეორედ მოსვლის საყვირი აღადგენს მკვდრებს, იმგვარადვე აფხიზლებს უმაქნისს ამაოდმეტყველება. link
თემა: ამაოდმეტყველება ზოგიერთნი, ტაძარში დგომისას უფალთან მაცხოვნებელი საუბრის ნაცვლად ადამიანებთან ამაოდმეტყველებენ. link
თემა: ამაოდმეტყველება განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს (მათე 12, 36). link
თემა: ამაოდმეტყველება 108. ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს მას, რადგან მეტყველებს ფიქრის გარეშე. მაგრამ განჭვრიტე, რისი ქმნა გარგებს, რომ სული აცხოვნო. link
თემა: ამაოდმეტყველება 195. საქმის გარეშე მესიბრძნე და ენამჭევრი მდიდარია უსამართლობით და "მისი შრომანი", თანახმად წერილისა, "უცხო სახლებში შედის" (იგავ. 5.10), (ე.ი. მას არ ხმარდება). link