თემა: სიმდიდრე,  მონაზონთათვის,  უპოვარება


ჭეშმარიტი მეუდაბნოე.

ერთმა რომაელმა დიდებულმა, ღირსი არსენის ახლო ნათესავმა, სიკვდილის წინ მას უზარმაზარი სიმდიდრე დაუტოვა. როდესაც მოსაგრემ ანდერძი მიიღო და წაიკითხა, მისი დახევა სურდა, მაგრამ მსახური, რომელმაც იგი მოუტანა, ფეხებში ჩაუვარდა და ევედრებოდა, ეს არ გაეკეთებინა; წინააღმდეგ შემთხვევაში მას მკაცრად მოეკითხებოდა. მაშინ ღირსმა არსენიმ უკან დაუბრუნა მას თავისი ნათესავის ანდერძი და უთხრა:
    -მე მასზე წინ მოვკვდი; როგორ შეუძლია ახლახანს გარდაცვლილს თავის მემკვიდრედ დამადგინოს მე, მკვდარი; გადაეცი უკან ეს ქაღალდი იმას, ვინც გამოგატანა.
    აი, მაგალითი მაღალსულიერი მეუდაბნოისა! ვინც საკუთარი თავი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს მიუძღვნა, მას სიმდიდრე არ სჭირდება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები