ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მონაზონთათვის
მხოლოდ ღმერთი და სული - აი, მონაზვნის საქმე. როგორ მიაღწიო ამას? როგორც გინდა, მაგრამ მიაღწიე, რადგან, თუ ასეთი არა ხართ, არც მონაზონი ხართ! მიუხედავად ასეთი სირთულისა, მოშურნეობის სული მოდის, აღავსებს სულს და და დევნის ყოველგვარ შიშს. ის დაუოკებელია და მაინც გვპოულობს. გული მას კარს უღებს, ის შემოდის და უდიდეს გადატრიალებებს ახდენს შიგნით. ასე იბადება ჭეშმარიტად ყველა მონაზონი! გამოდის, პირდაპირ თუ ვიტყვით, მონაზვნები თავად არ ხდებიან მონაზვნებად. მაგრამ არიან ბუნებით წყნარნი, რომლებიც არ გამოდგებიან თავის უარყოფის მკაცრი ღვაწლისთვის. მათთვის უფრო ახლოა მშვიდი ცხოვრება, რომ უბრალო გულით კეთილი საქმეები აკეთონ და ყველა გაჭირვებულს დაეხმარონ.